გოჩა მელაძე: ხულოს მერიაში 10-მდე ვაკანტური ადგილია

920

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. ინფორმაციას აიპრესი ავრცელებს.

როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს, ზედამხედველობის სამსახურში ერთი, ხოლო საზგადოებასთან ურთერთობის განყფილება სრულად გაუქმდა, მერიაში ამ ეტაპზე 10-მდე ვაკანსიაა, რომელზეც კონკურსი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

„არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, სტრუქტურის ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით,ისევ და ისევ მუნიციპალიტეტის მერიის წინაშე არსებული ამოცანების, მერიის სამსახურებთან კონსულტაციების შემდგომ მივიღეთ გადაწყვეტილება განხორციელებილიყო სტრუქტურული ცვლილებები. შეიქმნა რამოდენიმე განყოფილება, სამსახური.

გაუქმდა ზედამხედველობის სამსახურში შემავალი ერთ-ერთი განყოფილება, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება. ამ ეტაპზე არის დაახლორბით10-მდე ვაკანსია, რომელზეც გამოცხადდება კონკურსი. კონკურსი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე. ჩვენ ვთხოვთ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე, მასმედიის საშუალებებს, რომ ჩაერთონ, აღნიშნულ პროცესში და თვალი მიადევნონ კონკურსის მიმდინარეობას.

ვფიქრობ მუნიციპალიტეტისთვის ახალი სისხლი, ახალი ძალა და ენერგია ძალიან მნიშვნელვანია და მეც ველოდები ამ პროცესებს. უბრალოთ სამსახური სამსახურისათვის, განყოფილება განყოფილებისთვის არ უნდა არსებობდეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა სამსახური და განყოფილება, რომელიც მომავალში იფუქნქციონირებს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა იყოს ეფექტური, აქცენტი უნდა ქონდეს გაკეთებული მაქსიმალურად მოსახლეობაზე,“ – განაცხადა ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა მელაძემ.