წინა სტატია
გაჩერებული მეტროპოლიტენის გამო, თბილისი დღიურად 40-45 ათასი ლარის ზარალს ნახულობს და არა 300 000- 600 000 ლარისას. ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
ირაკლი ხმალაძე ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, ციფრებზე საუბრისას სჯობს ისწავლონ ანგარიში, რომ საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ.
„რასაკვირველია, როდესაც პარალიზებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი, გარკვეული ზარალი წარმოიქმნება, მაგრამ მე დღეს მოვისმინე კოლოსალური თანხები - 600 000...
წინა სტატია
მემანქანეები ამბობენ, რომ მზად არიან შეწყვიტონ გაფიცვა, თუ ხელფასები 2019 წლიდან გაეზრდებათ. მხოლოდ, ამის დასტურად მემანქანეები ხელმოწერილ დოკუმენტს ითხოვენ, რომელიც ხელფასების გაზრდის გარანტი იქნება. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს.
„ჩვენ არასდროს დაგვიყენებია საკითხი, რომ დღესვე მოხდეს ხელფასის მატება. თუმცა ხელმოწერილი დოკუმენტი უნდა შედგეს, რათა 2019 წლის იანვარში იყოს ის, რასაც ვითხოვთ. გუშინ მოვიდნენ მერი და ვიცე-მერი გაფიცულებთან და არსებული სიტუაცია აუხსნეს და ხალხმაც გაიგო....
საღამოს საათებში მუნიციპალური ავტობუსების 34 მარშრუტზე ინტერვალების შესამცირებლად დამატებითი რეისები შესრულდება.
თბილისის მერიის ცნობით, მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვის პერიოდში მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესებისთვის თბილისის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შემდეგ მარშრუტებზე გავრცელდება: N2, N3, N6, N11, N15, N17, N19, N20, N25, N27, N39, N42, N44, N46, N47, N49, N50, N55, N56, N59, N61, N62, N70, N71, N72, N85, N86, N87, N88, N91, N92, N99, N101 და N102.
შეგახსენებთ,...
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის II ჩიხში, ამორტიზებული ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო.
მერიის ცნობით, ამ დროისთვის უკვე განხორციელებულია გრუნტის ამოღებისა და ხიდის ერთი კედლის ჩამოსხმის სამუშაოები.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები მეორე კედლის ჩამოსასხმელად, რის შემდეგაც დაიგება ფილა და ხიდის ირგვლივ მოეწყობა 18 გრძივი მეტრი დამცავი კედელი.
როგორც მერიაში აცხადებენ, ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება.
პროექტის ღირებულება 90 627 ლარს შეადგენს.
წინა სტატია
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერიას მიმდინარე წელს მეტროს მემანქანეებისთვის ხელფასის ზრდის ფინანსური საშუალება არ გააჩნია. რაც შეეხება 2019 წელს, მერია შეხედავს რისი საშუალება იქნება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
"გუშინ ასეთი კონკრეტიკა არ ყოფილა თუ რამდენ პროცენტიან ზრდაზეა საუბარი, მაგრამ ჩვენი მესიჯი რაც იყო და მივაწოდეთ მეტროს გაფიცულ თანამშრომლებს, 2019 წელს შევხედოთ რისი საშუალება ექნება მერიას იმისთვის, რომ მივიღოთ სამართლიანი და...
ადიგენში, სოფელ არალში რკინის ვიწრო ხიდის ნაცვლად, ახალი ხიდი შენდება, რომლის ღირებულებაც 1 737 131 ლარია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
არალში, მდინარე ოცხეზე ხიდს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აკეთებს.
„ვიწრო ხიდი, რომელიც აქამდე იყო მანდ ვერ უზრუნველყოფდა გაზრდილ სატრანსპორტო მოთხოვნებს, ამიტომ ახლა აშენდება ერთ მალიანი, ე.წ. კოჭოვანი სისტემის ხიდი. მისი სიგრძე 35 მეტრი იქნება, ხოლო სიგანე 10 მეტრი“, – აცხადებენ საავტომობილო გზების...
უკრაინაში, ლვოვის ოლქში, ქალაქ დროგობიჩის მერმა ტარას კუჩმამ შეხვედრაზე მისულ აქტივისტს დაარტყა.
იციდენტი ქალაქ დროგობიჩის საკრებულოში მოხდა, როდესაც მოქალაქეები ქალაქის ერთ-ერთ უბანში არსებული უკანონო ნაგავსაყრელის გაუქმებასთან დაკავშირებით მერთან შეხვედრას მართავდნენ.
შეხვედრის მიმდინარეობისას ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელმაც მერის გულგრილობა ვერ აიტანა, მას ქურდი და ბანდიტი უწოდა. საპასუხოდ ტარას კუჩმამ მას დაარტყა. მერმა, ასევე, თქვა, რომ ყველას სცემს, ვინც გაბედავს და მას ქურდს უწოდებს.
https://www.youtube.com/watch?v=SVZ9DYZNo1w&feature=youtu.be
მოგვიანებით...
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, მალევე დანიშნულ გორის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებზე ხელფასის სახით 7 თვეში 559 650 ლარი გაიცა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
აქედან გორის მერმა მაისის თვის ჩათვლით უკვე აიღო 22 400 ლარი, ვიცე-მერმა გელა კაპანაძემ 17 500 ლარი, მეორე მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა კი 16 450 ლარი.
ხოლო, რაც შეეხება მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს, თითოეულ მათგანს უკვე აღებული აქვს 11...
თბილისში ნარჩენების მართვის პროექტის დასაფნანსებლად 15 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის განხორციელება იგეგმება. საქართველოს მთავრობამ პროექტის დაფინანსების თხოვნით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) უკვე მიმართა. ინფორმაციას gbc.ge ავრცელებს.
პროექტი ფარგლებში მოხდება ნარჩენების შესაგროვებელი ავტომობილების შესყიდვა. ნარჩენების არსებული სადგურების მოდერნიზაცია და ნაგვსაყრელის სისტემის რეაბილიტაცია.
მოსალოდნელია, რომ ტენდერი ამ კონტრაქტების გასაცემად 2018 წლის მეოთხე კვარტალში გამოცხადდება.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გაფიცულ მემანქანეებთან მივიდა. ომბუდსმენმა მემანქანეებს მხარდაჭერა გამოუცხადა, სამართლებრივი კუთხით დახმარებას შეჰპირდა და მოუწოდა, გააგრძელონ მოლაპარაკებები. ინფორმაციას ლიბერალი ავრცელებს.
ნინო ლომჯარიამ მემანქანეებთან შეხვედრისას უარყოფითად შეაფასა სასამართლოს გადაწყვეტილებაც.
„ძალიან კომიკურია, როცა მემანქანეებს არასამუშაო საათებში ეძლევათ გაფიცვის უფლება, რადგან გაფიცვა სწორედ სამუშაო საათებში მასზე უარის თქმას გულისხმობს. გაფიცვის უფლება არის გარანტირებული და უზრუნველყოფილი.
რა თქმა უნდა, ორივე მხარემ - დამსაქმებელმაც და...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ საგარეჯოს საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი დაამტკიცა.ეს წესი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების და ჯილდოების შემოღების სამართლებრივი საფუძვლებს განსაზღვრავს. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების თანახმად, “საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს და უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიული, სამეცნიერო ან /და სხვა სახის საქმიანობით /მოღვაწეობით :
ა ) გააჩნია განსაკუთრებული დამსახურება საგარეჯოს...
მომავალ კვირას სიღნაღში, კერძოდ წნორში, ტყლაპისა და ჩირის დამამზადებელი საწარმოს მშენებლობა დაიწყება, ამის შესახებ კომპანია "ბადაგის+" -ის დამფუძნებელმა, ვახტანგ ყაჯრიშვილმა განაცხადა. როგორც ის განმარტავს, საწარმოს მშენებლობა ერთ წელში დასრულდება და პროდუქციის წარმოებას დაიწყებს. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ჩირი და ტყლაპი ადგილობრივი ხილისგან დამზადდება, რასაც მოსახლეობისაგან და ფერმერებისგან ჩაიბარებენ. საწარმოს სეზონზე დღეში 5 ტონა ხილის გადამუშავების შესაძლებლობა ექნება. საწყის ეტაპზე...
სოციალურ ქსელში, ფეისბუქზე, მარნეულში მცხოვრებმა რაიან სმიტმა კამპანია, სახელად „მარნეულის ბავშვთა სათამაშო მოედანი“ დაიწყო. ფეისბუქ გვერდზე მარნეულის მოსახლეობისათვის გამოქვეყნებულია მიმართვა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
„ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება! მარნეულს, როგორც ყველა რეგიონალურ ცენტრს სჭირდება ბავშვთა სათამაშო მოედანი. აუცილებელია ქალაქში არსებობდეს ადგილი, სადაც ბავშვებს და მათ ოჯახებს შეეძლბათ დროის სასიამოვნოდ გატარება. თუ ეთანხმებით ჩვენს იდეას, გთხოვთ მოიწონით და გაუზიაროთ ჩვენი გვერდი თქვენს მეგობრებს. გააგებინეთ ქალაქის...
წინა სტატია
ახალქალაქი–ნინოწმინდის გზაზე იმ ხევს, სადაც კუბოების ყუთები ყრია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახური გაწმენდს. ამის შესახებ ნინოწმინდის მერმა იური უნანიანმა თქვა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურმა ამ ტერიტორიის დასუფთავებასთან დაკავშირებით დავალება უკვე მიიღო: „დღეს აუცილებლად გაწმენდენ და ამ ყუთებს ნაგავსაყრელზე გაიტანენ. ალბათ სომხეთიდან და რუსეთიდან, რომ მოჰყავთ გარდაცვლილები აქ ახალ კუბოებში ასვენებენ და ძველს, ანუ იმას, რითიც...
თეთრწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე თხის ფერმამ, რომელიც თემურ კობახიძის საკუთრებაა, გზის არარსებობის გამო ფუნქციონირება შეწყვიტა, - ამის შესახებ თავად ფერმერმა განაცხადა. ინფორმაციას Bm.ge ავრცელლებს.
თემურ კობხიძემ ფერმა 2014 წელს გააკეთა, სადაც ყველს აწარმოებდა. ამ საქმის გამო თბილისიდან თეთრწყაროს მუნიციპალიტეტში გადასახლდა და ფერმა მდინარე ალგეთის პირას, სოფელ აბრამეთის მიმდებარედ გააკეთა.
თხის ფერმაში 80 ათასი დოლარის პირადი ინვესტიცია ჩადო, 50 ათასი დოლარის ღირებულების ტექნიკა-დანადგარები...
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში, შვაბების ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი სრულდება. პროექტის ფარგლებში, პირველი ეტაპი ითვალისწინებდა გზაზე ქვაფენილის დაგებას, წყალამრიდი ბეტონის კიუვეტების მოწყობას, ღობისა და ჭიშკრების აღდგენას პირვანდელი იერ-სახით, საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციას, გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას და ქუჩის გარე განათებას.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მეორე ეტაპზე გათვალისწინებულია XIX საუკუნეში, ასურეთში მცხოვრები გერმანელების მიერ აგებული ეკლესიის, სამი საცხოვრებელი სახლისა და სასაფლაოს აღდგენას პირვანდელი სახით.
პირველი ეტაპის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































