გორის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებზე 7 თვეში 559 650 ლარი გაიცა

981

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, მალევე დანიშნულ გორის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებზე ხელფასის სახით 7 თვეში 559 650 ლარი გაიცა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

აქედან გორის მერმა მაისის თვის ჩათვლით უკვე აიღო  22 400 ლარი, ვიცე-მერმა გელა კაპანაძემ 17 500 ლარი, მეორე მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა კი 16 450 ლარი.

ხოლო, რაც შეეხება მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს, თითოეულ მათგანს უკვე აღებული აქვს 11 900-11 900 ლარი.

მერიის მაღალი თანამდებობის პირებზე ამ დროისათვის, ჯამში 139 650 ლარია ბიუჯეტიდან ხელფასის სახით გაცემული.

რაც შეეხება გორის საკრებულოს, 22 400 ლარი აქვს 7 თვეში ხელფასის სახით აღებული გორის საკრებულოს თავმჯდომარესაც.

ამასთან, 17 500 ლარი აქვს აღებული საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს მარლენ ნადირაძეს და ამდენივე 17 500 ლარი მეორე მოადგილეს, კობა ბერიანიძეს.

კომისიების და ფრაქციების თავმჯდომარეებზე ბიუჯეტიდან ხელფასის სახით 7 თვეში გადარიცხულია 420 000 ლარი.

საერთო ჯამში საკრებულოს თანამდებობის პირებს ხელფასის სახით, 7 თვეში აღებული აქვთ 45 600 ლარი.