"აჭარის დემოკრატიული განვითარების ცენტრი", "ღია საზოგადოების ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში რაოდენობრივ კვლევას - "ახალგაზრდების ღირებულებები და მათი დამოკიდებულება ადგილობრივ თემში მონაწილეობის მიმართ" ჩაატარებს.
როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, კვლევა კომპლექსური ხასიათის იქნება, მოიცავს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემებსა და მისწრაფებებს, ღირებულებებისა და ცხოვრების სტილის გარშემო არსებულ საკითხებს.
"რაოდენობრივი კვლევა ჩატარდება 2018 წლის ივნისი-აგვისტოს პერიოდში, ჯამში დაგეგმილია 325 პირისპირ ინტერვიუს ჩატარება, სტრუქტუირებული კითხვარის...
თელავში, ერთ-ერთი კერძო პირის სასტუმროს მშენებლობის დროს, საძირკვლის გვერდით კერამიკის გამოსაწველი ქურა აღმოაჩინეს. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის, ვახტანგ გაგნიძის თქმით, ქურა, სავარაუდოდ, მეთექვსმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებისაა.
„კერამიკის გამოსაწველი ქურა ქალაქ თელავის ძველი სასფლაოს მოპირდაპირედ აღმოაჩინეს, სადაც ერთ-ერთი კერძო პირის სასტუმრო შენდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები შეისწავლიან ქურას. ძველად, ამ ადგილას ყოფილა ტყით დაფარული დაუსახლებელი ტერიტორია...
12 ივნისს გორში ორი დოკუმენტის - "მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიისა" და საქართველოს კანონპროექტის „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ პრეზენტაცია გაიმართება.
აღნიშნულ დოკუმენტებზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან ერთად მუშაობს. მუშაობის პროცესში საქართველოს რეგიონებში იმართება საჯარო კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მიზნობრივ ჯგუფთან.
წინა სტატია
თბილისის მერიის ტურიზმის განვითარების განყოფილება ძირითადი მოთხოვნების კვლევას ჩაატარებს. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს.
„არსებული სტატისტიკით, თბილისში ვიზიტორები 3-4 დღე რჩებიან, ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რაც ამ პერიოდს გაახანგრძლივებს. დაიგეგმება სხვადასხვა გემოვნებისა და მოთხოვნების ვიზიტორებზე მორგებული აქტივობები ყველა ასაკობრივ ჭრილში. მიმდინარე წელი მოემსახურება ძირითადი მოთხოვნების კვლევას, რის საფუძველზეც შესაბამისი აქტივობები დაიგეგმება, მათ შორის ღამის საათებში. რაც შეეხება იმას, რომ დედაქალაქი...
თბილისის მერიაში ტურიზმის განვითარების განყოფილება შეიქმნა, რომელსაც ეკა ბურდილაძე უხელმძღვანელებს. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს.
ეკა ბურდილაძეს წლების განმავლობაში თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.
ბურდილაძის განცხადებით, აქამდე ტურიზმის განყოფილება ბიზნესის სტიმულირების განყოფილებაში შედიოდა.
„ტურიზმის განვითარების განყოფილების ფუნქციებში ტურიზმის და ქალაქის მარკეტინგის პოლიტიკის, სტრატეგიების, პროგრამების, პროექტების და პროცესების დოკუმენტების შექმნა და კოორდინაცია შედის. ასევე, თბილისის...
სიუჟეტი მომზადებულია მონიტორის მიერ.
ეს თბილისის 70-ე საბავშვო ბაღია, რომელშიც 167 ბავშვი დადის. ეს ბაღის სხვა ბაღებისგან იმით განსხვავდება, რომ ჭაობისგან ერთი კედელი ჰყოფს.
ჭაობის არსებობას საბავშვო ბაღის აღსაზრდელები განსაკუთრებით ზაფხულში გრძნობენ, როცა თბება და მწერები და ბაყაყები ჭაობის ირგვლივ მრავლდებიან.
"დაკბენილია ყველა, გარეთ ვერ გამოგვყავს საღამოს ბავშვები. საშინელებაა აქ ვერ იცხოვრებ",- აცხადებს ერთ-ერთი მცხოვრებელი.
აღსაზრდელების მშობლები ამბობენ, რომ ბაღის გვერდით ჭაობი, დაახლოებით,...
წინა სტატია
ჩვენ წინა წერილში ვაჩვენეთ, რამოდენადაც ჩვენ თითონ შევძელით და შეგვაძლებინეს, — რომ ჩვენის სოფლის მმართველობა, ცოტად თუ ბევრად, თვითმმართველობის საფუძველზეა ამოყვანილი. ამის გამო, ჩვენი ქება თვითმმართველობისა მეოთხე წერილში ამით დავაბოლოვეთ: „ამის შემდეგ, რასაკვირველია, საბუთი აქვს ადამიანს იკითხოს: თუ თვითმმართველობა ეგ არის, მაშ ყოველის მხრით და ყოველგან რად ისმის სამდურავი სოფლის მმართველობაზედ? რატომ მაგ თვითმმართველობამ არ ააყვავა სოფელი? თითონ...
შპს "რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის" დირექტორი თეიმურაზ კიკვაძე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი შენგელიას ნათლიაა. ამის შესახებ ინფორმაციას "ნიუპრესი" პოლიტიკურ ცენტრ "გირჩზე" დაყრდნობით ავრცელებს.
წინა მოწვევის საკრებულოს წევრი თეიმურაზ კიკვაძე სტადიონის დირექტორად ადგილობრივი არჩევნებიდან რამდენიმე თვეში, 9 იანვარს დაინიშნა. მან ზურაბ ჩაკეტაძე ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ამასთან, "გირჩი" აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ სტადიონი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, მაშინ, როდესაც სტადიონს კერძო კლუბი "ტორპედო"...
წინა სტატია
ქუთაისის მერია თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის ბრალდებას გამოეხმაურა, რომელშიც სარალიძე მერიას მის ოჯახზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
"ზაზა სარალიძის ოჯახის ტრაგედიას და მწუხარებას ვიზიარებთ ყველა. ეს ამბავი ნებისმიერი ადამიანისთვის მძიმეა და არ გვეგულება ადამიანი, ვინც სარალიძეების ოჯახის ტრაგედიამ არ დაამწუხრა. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ხელისუფლების მხრიდან კეთდება მაქსიმუმი, რომ ამ საქმეზე პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს და...
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა ზაზა სარალიძე ქუთაისის მერიას მის ოჯახზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ამის შესახებ სარალიძემ 10 ივნისს გამართულ აქციაზე განაცხადა.
სარალიძის თქმით, ქუთაისის მერიის მაღალჩინოსანი მისი მეუღლისაგან განცხადების გაკეთებას ითხოვდა, ასევე ზეწოლა ახდენდა ქუთაისის კიდევ ერთი თანამშრომელი მის დაზე.
"ზუსტად არ ვიცი, მერი იყო თუ მერის მოადგილე, ჩემი ოჯახის წევრთან მივიდა და რაღაც კომუნიკაციის დამყარება უნდოდათ, შემოვლითი გზით ჩემთან....
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში მოსახლეობა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს. ამის გამო მათ აქცია გამართეს. აქციაზე 100-ზე მეტი ოჯახი შეიკრიბა და გზის დაგება მოითხოვა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბოლო 30 წელია სოფელის გზა არ შეკეთებულა და გადაადგილება ჭირს. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წელს, ამ უბანში 70 კუბამეტრი ბეტონის დასხმა იგეგმება. მოსახლეობა ამბობს, რომ ეს რაოდენობა არაა საკმარისი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძესა და ქობულეთის...
გამგეობის ცნობით, ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას VI კვარტალში, მამასახლისოვის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, ასფალტის საფარი დაახლოებით, 3500 მ2 ფართობზე დაიგება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას კომფორტულად გადაადგილების საშუალებას მისცემს.
ასევე, შეგახსენებთ, რომ გზის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა ნუცუბიძის III მ/რ-ში, მე-14, მე-15, მე-16 კორპუსების მიმდებარედ. ასფალტის ახალი საფარი 2500 მ2 ფართობის შიდა ტერიტორიაზე დაიგო, რაზეც 110 000 ლარი დაიხარჯა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესის...
ქართულ-გერმანულმა კომპანიამ „ბეთბი“ ჩუღურეთის რაიონში 251 000 ევროს ინვესტიცია განახორციელა. კომპანია „ბეთბის“ ინიციატივით, შ. გამცემლიძის ქუჩაზე წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი კომუნალური ინფრასტრუქტურა კაპიტალურად შეკეთდა, მოეწყო წყალარინების 270 გრძივი მეტრის ახალი ქსელი 15 საკომუნიკაციო ჭითა და მეზობელი ეზოების დაერთებით. სამუშაოები 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყო. პროექტის განხორციელებით, ევროპული ხარისხითა და DIN-სტანდარტის გათვალისწინებით შესრულდა.
საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურმა გამცემლიძის ქუჩაზე...
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიაში მდებარე ეკლესიას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
მერენიას ტაძარი X საუკუნით თარიღდება. კომპლექსი მოიცავს ეკლესიას, ნაგებობათა ნაშთებს და გალავანს. იგი მდებარეობს სოფელ მერენიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამსარის სოფლებისკენ მიმავალი გზის ნაპირზე.
ეკლესია ნაგებია დამუშავებული ყვითელი ქვის კვადრებით. დარბაზული ეკლესიაა ჩრდილოეთის და სამხრეთის მინაშენებით. მთავარ ტაძარს შესასვლელი დასავლეთიდან და...
ახალციხის მერიამ, "ახალციხელობის" დღესასწაულის ორგანიზებისათვის ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების მიღება 16 ივნისს დასრულდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
წმინდანისა და ეროვნული გმირის, შალვა ახალციხელის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, 30 ივნისს, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გაიმართება. ტექნიკური მომსახურებისა და ღონისძიების ორგანიზებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობა ტენდერს 41 826 ლარზე აცხადებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელმა კომპანიამ, სრული ღონისძიება, 12:00–დან 22:00 საათამდე, შემოქმედებითად და ტექნიკურად (გახმოვანების და განათების...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ჩაის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ჩაის გადამამუშავებელი საწარმო „საქართველოს თაიგული“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.
კომპანია წელიწადში 15 ტონა სხვადასხვა დასახელების ჩაის აწარმოებს, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე; სამომავლოდ იგეგმება მისი ექსპორტზე გატანაც. საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული. კომპანიაში 2018 წლის ბოლოსთვის USAID/REAP-ისა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































