ქართულ-გერმანულმა კომპანიამ „ბეთბი“ ჩუღურეთის რაიონში 251 000 ევროს ინვესტიცია განახორციელა. კომპანია „ბეთბის“ ინიციატივით, შ. გამცემლიძის ქუჩაზე წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი კომუნალური ინფრასტრუქტურა კაპიტალურად შეკეთდა, მოეწყო წყალარინების 270 გრძივი მეტრის ახალი ქსელი 15 საკომუნიკაციო ჭითა და მეზობელი ეზოების დაერთებით. სამუშაოები 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყო. პროექტის განხორციელებით, ევროპული ხარისხითა და DIN-სტანდარტის გათვალისწინებით შესრულდა.
საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურმა გამცემლიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი დააგო.