გორში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ

1256

12 ივნისს გორში ორი დოკუმენტის – “მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიისა” და საქართველოს კანონპროექტის „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ პრეზენტაცია გაიმართება.

აღნიშნულ დოკუმენტებზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან ერთად მუშაობს. მუშაობის პროცესში საქართველოს რეგიონებში იმართება საჯარო კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მიზნობრივ ჯგუფთან.