სიუჟეტი მომზადებულია მონიტორის მიერ.
ეს თბილისის 70-ე საბავშვო ბაღია, რომელშიც 167 ბავშვი დადის. ეს ბაღის სხვა ბაღებისგან იმით განსხვავდება, რომ ჭაობისგან ერთი კედელი ჰყოფს.
ჭაობის არსებობას საბავშვო ბაღის აღსაზრდელები განსაკუთრებით ზაფხულში გრძნობენ, როცა თბება და მწერები და ბაყაყები ჭაობის ირგვლივ მრავლდებიან.
“დაკბენილია ყველა, გარეთ ვერ გამოგვყავს საღამოს ბავშვები. საშინელებაა აქ ვერ იცხოვრებ”,- აცხადებს ერთ-ერთი მცხოვრებელი.
აღსაზრდელების მშობლები ამბობენ, რომ ბაღის გვერდით ჭაობი, დაახლოებით, სამი წელია არსებობს. თუმცა, დირექტორის თქმით, საბავშვო ბაღს ჭაობის არსებობა არ აწუხებს.