ტურიზმის განვითარების განყოფილება ტურისტული მოთხოვნების კვლევას ჩაატარებს

926

წინა სტატია

თბილისის მერიის ტურიზმის განვითარების განყოფილება ძირითადი მოთხოვნების კვლევას ჩაატარებს. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს.

„არსებული სტატისტიკით, თბილისში ვიზიტორები 3-4 დღე რჩებიან, ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რაც ამ პერიოდს გაახანგრძლივებს. დაიგეგმება სხვადასხვა გემოვნებისა და მოთხოვნების ვიზიტორებზე მორგებული აქტივობები ყველა ასაკობრივ ჭრილში. მიმდინარე წელი მოემსახურება ძირითადი მოთხოვნების კვლევას, რის საფუძველზეც შესაბამისი აქტივობები დაიგეგმება, მათ შორის ღამის საათებში. რაც შეეხება იმას, რომ დედაქალაქი მთავარი ტურისტული ცენტრია და ყველაზე მონახულებადი, მთავარია, რომ ქალაქის მონახულება შესაძლებელი იყოს სხვადასხვა კუთხით – ყველა თავისებურებების გათვალისწინებით და არა მხოლოდ არსებული სტანდარტული ტურებით; ასევე, შესაძლებელია სხვადასხვა ლეგენდებისა და ისტორიული ფაქტების გაცოცხლებით ღია სივრცეებსა და კულტურულ დაწესებულებებში მცირე იმპროვიზაციების დადგმა, სეზონური ფესტივალების გამართვა და ა.შ.“, – განაცხადა ბურდილაძემ.

რაც შეეხება 2018 წლის სამოქმედო გეგმებას, ეკა ბურდილაძის თქმით, გათვალისწინებულია ძველი თბილისის არეალში 4-6 სამენოვანი, საინფორმაციო დაფის და რუკის განთავსება.

ტურიზმის განვითარების განყოფილება ტურისტული საინფორმაციო მასალების (თბილისის ტურისტული რუკა, თბილისი ფეხით, თბილისის შემოგარენი, მცირე რუკა და გზამკვლევი ბარკოდებით, ძველი თბილისის ტურისტული რუკა, თბილისის პანორამული რუკა (6 ტურით) დაბეჭდვას გეგმავს, რომელიც ქალაქის ვიზიტორებს საინფორმაციო ცენტრებსა და სასტუმროებში უსასყიდლოდ გადაეცემა.

„ასევე წლის ბოლომდე მოხდება ახალი ინოვაციურ-ტურისტული პროექტების შემუშავება, რომელიც მომავალ წლებში განხორციელდება“, – აღნიშნა ეკა ბურდილაძემ.