მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის, მუღანლოს, ქუთლიარისა და ბაიდარის გზების მოასფალტება მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში: სოფელ ლეჟბადინში - 2 446, სოფელ მუღანლოში - 1 318, სოფელ ბაიდარში - 1 404, ხოლო, სოფელ ქუთლიარში 1 308 გრძ/ მეტრი გზა იგება.
აღნიშნული პროექტები, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
როგორც მერიაში აცხადებენ, სახელშეკრულებო თანხა 848 912 ლარს შეადგენს, საიდანაც 45%...
ქალაქში გვაქვს ბევრი ადგილი და შესაძლებლობა, რომ ღამის ეკონომიკის პროექტი განვახორციელოთ,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ღამის ეკონომიკის პროექტზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
"სერგი გვარჯალაძე არის მენეჯერი, რომელიც დანიშნულია ამ კონკრეტული პროექტის განსახორციელებლად. ჩატარებულია კვლევა. მთელი რიგი მიმართულებებია, რომელსაც ღამის ეკონომიკა მოიცავს. ეს იქნება ერთ-ერთი წარმატებული პროექტი. ქალაქში ამ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ქვემო ქართლის რეგიონს ნარჩენების ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, 1 300 სანაგვე ურნა გადასცა.
ნაგვის ურნები რუსთავის, გარდაბნის, დმანისის, ბოლნისის, მარნეულის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში ეტაპობრივად გადანაწილდება.
“ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, ევროსტანდარტების შესაბამისი ურნებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონი 10 000 ურნით ეტაპობრივად აღიჭურვება, რაც რეგიონებსა და ტურისტულ ზონებში დასუფთავების სერვისის, ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების...
წინა სტატია
ოზურგეთში საკრებულოს შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა. „ქართული ოცნების“ ერთ–ერთმა აქტივისტმა, ნუგზარ გიორგაძემ აქციის მონაწილეებთან დოკუმენტები მიიტანა და განაცხადა, რომ ამ დოკუმენტებში ასახული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები. მან ასევე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში ვეღარასოდეს დაბრუნდება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ვითარება ამის შემდეგ დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა აღნიშნულ პიროვნებას დოკუმენტები წაართვეს და დაუხიეს.
ოზურგეთის მერიის შენობასთან მობილიზებულმა...
გარდაბნის მუნიციპალიტეტს „ჰეიდარ ალიევის ფონდმა“ ახალი რეანომობილი გადასცა, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს და საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი.
აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე გარდაბნის მუნიციპალიტეტში სამედიცინო პერსონალს საკუთარი რეანომობილი არ ჰყავდა და ბრიგადის გამოძახება თბილისიდან უწევდათ.
"აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანია ქართულ - აზერბაიჯანული ურთიერთობების განმტკიცება, რასაც არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით ამტკიცებს და საქართველოს მხარდაჭერისთვის არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს",- განაცხადა აზერბაიჯანული დიასპორისა და კომიტეტის ახლადარჩეულმა ხელმძღვანელმა...
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელსა და ძალისში, ხელოვნურსაფარიანი მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ამ სოფლებში სპორტული მოედნების დაზიანებული ღობისა და ხელოვნური საფარის დემონტაჟი, ახალი ხელოვნური ბალახის საფარი და ლითონის შემოღობვა ზაფხულის ბოლომდე უნდა მოასწროს, ხოლო სოფელ წილკანში სრულიად ახალი მოედნის მშენებლობა დაასრულოს.
სამუშაოებს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, შპს ,,საგზაო 33“ ასრულებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ დამატებით 5 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
გურჯაანის მერიის ინფორმაციით, საჯარო მოხელეების შესარჩევად ჩატარდება ღია კონკურსი, რომელიც განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, სოფელ ჩუმლაყისა და ყიტაანის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლის თანამდებობის გარდა, ყველა პოზიციაზე სავალდებულო მოთხოვნა უმაღლესი განათლება და 2-წლიანი სამუშაო გამოცდილებაა.
"გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ამჟამად ვაკანტურია სოფელ ჩუმლაყისა და სოფელ ყიტაანის ადმინისტრაციულ ერთეულებში...
წინა სტატია
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე პარლამენტის წინაშე ამჯერად მთავრობის ძველი სტრუქტურით წარდგება, 2-3 კვირაში კი - ახალს წარადგენს.
ბრიფინგზე, რომელიც მან ცოტა ხნის წინ "ქართულ ოცნებაში" გამართა, მომავალი მთავრობის შემადგენლობა არ დაასახელა. მხოლოდ ის თქვა, რომ ამჯერად პარლამენტის წინაშე ძველი სტრუქტურით წარდგება, 2-3 კვირაში კი - მთავრობის ახალი სტრუქტურითა და, შესაბამისად, ახალი შემადგენლობით.
ბახტაძის თქმით, მთავრობა 14-დან 11-მდე შემცირდება, რაც საკანონმდებლო ცვლილებებს...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ კახეთის რეგიონს ნარჩენების ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, 1 800 სანაგვე ურნა გადასცა.
ნაგვის ურნები ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში გადანაწილდა.
"ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, ევროსტანდარტების შესაბამისი ურნებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონი 10 000 ურნით ეტაპობრივად აღიჭურვება, რაც რეგიონებსა და ტურისტულ ზონებში დასუფთავების სერვისის, ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას...
გორის მუნიციპალიტეტში პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ეფექტურად განხორციელების მიზნით მერის წარმომადგენლებს, პროექტის კოორდინატორებსა და მობილიზატორებს ოთხ დღიანი ტრენინგი უტარდებათ.
სახელწოდებით „მუნიციპალიტეტის კოორდინატორთა და მობილიზატორთა ტრენინგი", რომელიც პროექტის „სამოქალაქო ბიუჯეტი, როგორც თვითმმართველობის განვითარების ინსტრუმენტი საქართველოში"-ს ფარგლებში მიმდინარეობს, 18 ივნისს სრულდება.
გორის მერიის ცნობით, ტრენინგის მიზანია იმ ადამიანების გადამზადება, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ გორში სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელებაში.
ტრენინგს უძღვება გამოცდილი საერთაშორისო ტრენერი და ფასილიტატორი - ვიტეკ...
ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე არსებულ ავტოსადგომებზე პარკირების გადასახადის აკრეფა დროებით შეჩერებულია.
როგორც ქალაქ ფოთის მერიაში განმარტავენ, პარკირების გადასახადი მუნიციპალიტეტსა და შპს „ფოთს“ შორის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო დროებით შეჩერდა.
თბილისის მერია ახალ პროექტს იწყებს სახელწოდებით "გაუფრთხილდი ქალაქს". როგორც კახა კალაძემ პროექტის პრეზენტაციაზე თქვა, ხშირად არის შემთხვევები, როდესაც მუნიციპალიტეტი რაიმე ინფრასტრუქტურულ სამუშაოს აკეთებს: აწყობს სკვერს, ხატავს გრაფიტებს, ჩამოყავს ახალი ავტობუსები, რომლებსაც შემდეგ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი აზიანებს და ვანდალურად ექცევა.
კალაძის თქმით, ყველაფერი, რასაც მერია აკეთებს თითოეული ადამიანისთვის კეთდება. მისი განცხადებით, ქალაქის მოვლაში ყველა უნდა ჩაერთოს და პროექტიც სწორედ ამას გულისხმობს.
ახალი...
ქუთაისში, გელათის ქუჩის მე-4 შესახვევში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორ მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოები უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და დაახლოებით 2 კვირაში დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ გელათის ქუჩის მე-4 შესახვევი რთული რელიეფისაა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე გზა არასდროს ყოფილა. ამჯერად ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და აღნიშნული შესახვევი 2 კვირაში სრულ ექსპლუატაციაში შევა.
,,აღნიშნული შესახვევი რთული რელიეფიდან გამომდინარე წლების განმავლობაში მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას...
ქუთაისის მერიამ მაისში, სახელფასო დანამატის სახით, 14 131 ლარი გასცა. დანამატი 425 ლარის სახით, საჯარო მოხელეთაგან მხოლოდ სამხედრო სამსახურის უფროსმა ვალერი ყენიამ მიიღო. 12 956 ლარი გაიცა სხვადასხვა კატეგორიის თანამშრომელზე, 750 ლარი შტატგარეშე თანამშრომლებმა მიიღეს. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
გამოცემის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიუხედავად, მერიამ არ უპასუხა დანამატების გაცემის მიზნობრიობაზე შეკითხვას, თუ რისთვის აიღეს ამ თანამშრომლებმა თანხა.
"ნიუპრესის" ცნობით, გიორგი ჭიღვარიას მერობის შემდეგ,...
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარის საბავშვო ბაღში 2015 წელს ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოებით დაინტერესდა. ინფორმაციას "სპექტრი" ავრცელებს.
საგამოძიებო სამსახურმა ბაღში ჩატარებული რეაბილიტაციისთვის გახარჯული თანხების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით დაიწყო, რაც თანხების მითვისებას, ან გაფლანგვას გულისხმობს. უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.
ცნობისთვის, ბაღის რეაბილიტაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განხორციელდა და 29 000 ლარამდე დაიხარჯა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, სოფლის მოედნის განახლების პროგრამის ფარგლებში, სოფელ კართუბნის მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
ლაგოდეხის მერიის ცნობით, მოედანი შემოიღობა, დამონტაჟდა ახალი კარი, ბადეები და ბანერი, მოეწყო სკამები.
მოედნის გახსნის დღესვე კართუბნის სტადიონზე ამხანაგური მატჩი გაიმართა. ერთმანეთის პირისპირ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ადგილობრივი ფეხბურთის მოყვარულები წარსდგნენ.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































