საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ კახეთის რეგიონს ნარჩენების ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, 1 800 სანაგვე ურნა გადასცა.
ნაგვის ურნები ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში გადანაწილდა.
“ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, ევროსტანდარტების შესაბამისი ურნებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონი 10 000 ურნით ეტაპობრივად აღიჭურვება, რაც რეგიონებსა და ტურისტულ ზონებში დასუფთავების სერვისის, ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.