გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ დამატებით 5 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.
გურჯაანის მერიის ინფორმაციით, საჯარო მოხელეების შესარჩევად ჩატარდება ღია კონკურსი, რომელიც განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, სოფელ ჩუმლაყისა და ყიტაანის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლის თანამდებობის გარდა, ყველა პოზიციაზე სავალდებულო მოთხოვნა უმაღლესი განათლება და 2-წლიანი სამუშაო გამოცდილებაა.
“გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ამჟამად ვაკანტურია სოფელ ჩუმლაყისა და სოფელ ყიტაანის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლის, ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების უფროსი სპეციალისტის, მშენებლობის საკითხებში ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი სპეციალისტის, საქმისწარმოების საკითხებში საქწმისწარმოების განყოფილების უფროსი სპეციალისტისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის უფროსის პოზიციები. სოფელ ჩუმლაყისა და ყიტაანის ადმინისტრაციულ ერთეულელბში მერის წარმომადგენლის თანამდებობა ერთადერთი პოზიციაა, სადაც საკმარისია სრული ზოგადი განათლება. თანამდებობრივი სარგო 700-დან 1200 ლარამდე მერყეობს”, – თქვეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მერიის ცნობით, განაცხადების მიღება 25 ივნისამდე გაგრძელდება.