ქვემო ქართლის რეგიონს 1 300 ნაგვის ურნა გადასცეს

1116

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ქვემო ქართლის რეგიონს ნარჩენების ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, 1 300 სანაგვე ურნა გადასცა.

ნაგვის ურნები რუსთავის, გარდაბნის, დმანისის, ბოლნისის, მარნეულის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში ეტაპობრივად გადანაწილდება.

“ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, ევროსტანდარტების შესაბამისი ურნებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონი 10 000 ურნით ეტაპობრივად აღიჭურვება, რაც რეგიონებსა და ტურისტულ ზონებში დასუფთავების სერვისის, ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.