ჭანდარის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სწავლობს

803

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარის საბავშვო ბაღში 2015 წელს ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოებით დაინტერესდა. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.

საგამოძიებო სამსახურმა ბაღში ჩატარებული რეაბილიტაციისთვის გახარჯული თანხების საქმეზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით დაიწყო, რაც თანხების მითვისებას, ან გაფლანგვას გულისხმობს. უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

ცნობისთვის, ბაღის რეაბილიტაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განხორციელდა და 29 000 ლარამდე დაიხარჯა.