ქუთაისის ბაგა-ბაღების ფილიალებში ბავშვების რეგისტრაცია საზაფხულო არდადეგების შემდეგ დაიწყება. გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი აცხადებს, რომ ახალი სასწავლო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია, სავარუდოდ,  პირველი სექტემბრიდან დაიწყება და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. რეგისტრაციისთვის საჭიროა რამდენიმე დოკუმენტაცია, მათ შორის: მშობლის, ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადება ბაგა-ბაღში მიღების შესახებ, ბავშვის დაბადების მოწმობა (დედანი), ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ასევე 2 ცალი ფოტოსურათი ზომით 3x4. შეგახსენებტ, რომ ქუთაისის...
წინა სტატია გორის მუნიციპალიტეტში პროგრამა რომელიც „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ეფექტურად განხორციელების მიზნით მერის წარმომადგენლებისთვის, პროექტის კოორდინატორებისა და მობილიზატორებისთვის ოთხ დღიანი ტრენინგს მოიცავდა დასრულდა. სახელწოდებით „მუნიციპალიტეტის კოორდინატორთა და მობილიზატორთა ტრენინგი”, რომელიც პროექტის „სამოქალაქო ბიუჯეტი, როგორც თვითმმართველობის განვითარების ინსტრუმენტი საქართველოში”-ს ფარგლებში მიმდინარეობს, 18 ივნისს დასრულდა. გორის მერიის ცნობით, ტრენინგის მიზანია იმ ადამიანების გადამზადება, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ გორში სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელებაში. ტრენინგს უძღვებოდა გამოცდილი საერთაშორისო ტრენერი და...
თბილისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა დედაქალაქში დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარების შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. "დედაქალაქში დაუსრულებელი მშენებლობები გაგრძელდება, ან მათი დემონტაჟი განხორციელდება", - განაცხადა ელოშვილმა. როგორც ელოშვილმა აღნიშნა, დედაქალაქის მერიამ დაუსრულებელი მშენებლობების სრული ინვენტარიზაცია ჩაატარა და ქალაქში ამგვარი მშენებლობა 170-ზე მეტია. „ეს არის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ქალაქისთვის. ის გახდა ანტისანიტარიის ბუდე და საფრთხის შემცველია მოქალაქეებისთვის. ამგვარად,...
გორის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის კომპანიაში სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ხელმოწერების შეგროვება კომპანიაში მას შემდეგ დაიწყეს, რაც საინიციატივო ჯგუფმა „მარომ“ (სახელი შერჩეულია მარო მაყაშვილის პატივსაცემად) გორში, ცენტრალური ქუჩისთვის იოსებ სტალინის სახელის გადარქმევის მოთხოვნით პეტიცია მოამზადა. "ჩვენი 300-კაციანი კომპანიიდან, უმეტესობა სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის წინააღმდეგია", -  განაცხადა შპს ,,იბოლიას“ დირექტორმა გოდერძი მიქავამ. მისი განმარტებით, პროცესი აქტიურად მიმდინარეობს...
წინა სტატია თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ურბანულ სამსახურში არსებული პრობლემები განმარტა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. "ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში არსებული პრობლემები, ეს არის საკმაოდ დიდი რაოდენობით დაგროვილი მოთხოვნები და შემოსული განაცხადები, რომლებზეც რეაგირებაა საჭირო, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, ურბანული განვითარების სამსახურში, დადგენილ ვადებში უნდა მიიღებოდეს ხარისხიანი გადაწყვეტილებები, რომელიც დედაქალაქს წაადგება და ამასთანავე, ხელი არ...
ახალციხეში ადგილობრივები დაზიანებული გზის გამო ჩივიან. გზების მოვლა–პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანია კი ორმოებს "ანაფრეზით" ავსებს. ქუჩებში სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაციისათვის მერია ახალი ტენდერის გამოცხდებას გეგმავს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ქალაქ ახალციხის მცხოვრებელების თქმით, გზაზე გაჩენილი ორმოების გამო, ავტომანქანები ზიანდება, გადაადგილებოსას კი მძღოლებს პრობლემა ექმნებათ. ახალციხის ქუჩებში არსებულ ორმოებს, "ანაფრეზით" კომპანია "ოცხე" ავსებს. "ორმოები რომ არ იყოს, დროებით ღონისძიებას ვატარებთ და ანაფრეზით ვავსებთ",...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ელექტრონული ტენდერით ავტომობილის სიჩქარის შემზღუდავ 392 ცალ ბარიერს შეიძენს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 312 ლარია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საუბარია 392 ცალი „სიჩქარის შემზღუდველი ბარიერისა“ და 32 „სიჩქარის შემზღუდველი ბარიერის დაბოლოების“ შეძენაზე. ამავე დოკუმენტაციის თანახმად, საგზაო ნიშნები უნდა განთავსდეს მუნიციპალიტეტის მასშტაბით. შესყიდვა გამოცხადდა 14 ივნისს, ხოლო, წინადადებების მიღება 22-ში დასრულდება.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრი დავით უთმელიძე ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იყვნენ, სადაც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მიმდინარე საქმეთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღეს. გიორგი ტყემალაძე კომიტეტის სრულუფლებიანი წევრია. თბილისის საკრებულოს ცნობით, სხდომაზე კომიტეტის წევრებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა მომავალი თაობის სოციალური უფლებების დაცვაში ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების როლი, მიგრაცია, იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა. განსახილველ...
სტატიის გაგრძელება თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ვასო გოძიაშვილის სახელობის ე.წ. წითელ ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. დედაქალაქის მერის განცხადებით, კონკრეტულ პროექტზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია და 25 ივნისს დასრულდება. მისივე თქმით, პარკის გარშემო 700 – მეტრიანი ველობილიკიც მოეწყობა. “ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქალაქში აუცილებელია მწვანე სივრცეები, ამ მიმართულებით გამგეობები მუშაობენ. ძალიან ბევრი მცირე და საშუალო ზომის სკვერების...
წინა სტატია გურჯაანში მდებარე სამკურნალო-ბალნეოლოგიური კურორტის „ახტალას“ რეაბილიტაცია, 2018 წლის ბოლომდე დაიწყება. ამის შესახებ „ახტალას“ დირექტორმა გიორგი უტიაშვილმა თქვა. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. გიორგი უტიაშვილის ინფორმაციით, უპირველეს ყოვლისა მოსაგვარებელია ქონების გადაფორმების საკითხი, რომლის დასრულების შემდეგ მომზადდება არქიტექტურული პროექტი. "ინვსეტორმა უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი, რომელიც აუცილებლად ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმდება. სარეაბილიტაციო სამუშოები ისე ჩატარდება, რომ საკურორტო სეზონის მიმდინარეობას ხელს არ შეუშლის. მინდა აღვნიშნო, რომ...
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის რაიონებში დაუმთავრებელი მშენებლობების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ასეთი შენობები "ანტისანიტარიის ბუდეა". კალაძემ მის მოადგილეს, ილია ელოშვილს ამ საკითხის მოსაგვარებლად გეგმის წარდგენა დაავალა. მისი თქმით, ამ თემის შესახებ ის პრემიერმინისტრობის კანდიდატს მამუკა ბახტაძესაც ესაუბრა, რომელმაც სრული მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა. "მე მინდა ჩემს მოადგილეს, ილია ელოშვილს დავავალო, რომ უახლოეს დღეებში წარმოადგინოს გეგმა. ცენტრალური...
თილისის მერმა კახალაძემ ვიცე-მერს ირაკლი ხამალაძეს ურბანულ სამსახურში არსებული პრობლემების 2 კვირაში მოგვარება დაავალა. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა. კალაძემ განაცხადა, რომ ურბანულ სამსახურში ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა დაკმაყოფილებული იყოს ნორმები და მოთხოვნები. "მინდა დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს ურბანული სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც არის დაგროვილი, ორი კვირის განმავლობაში მოგვარდეს, პასუხი გაეცეს და პარალელურად შეიქმნას ანალოგიური სისტემა,...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის პარკებში გარევაჭრობისთვის ჯიხურები დაიდგმება. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა. მისი თქმით, პარკებში გარევაჭრობა სერიოზული პრობლემაა და ამ საკითხის მოგვარება ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურებს დაავალა. "ეს არიან ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს სოციალურად. ამ ადამიანების მიმართ ჩვენი თანადგომა არის მნიშვნელოვანი. მინდა დავავალო ჩვენი პარკების ადმინისტრაციას, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურებს, რომ ყველაფერი გააკეთონ და ამ ადამიანებს...
წინა სტატია სივრცითი მოწყობა, რომელიც წინა მთავრობის ორხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებას წარმოადგენდა, მომავალი მთავრობისთვის, როგორც ჩანს, პრიორიტეტული აღარ იქნება. მომავალი მთავრობა, წინამორბედის მსგავსად, სამთავრობო პროგრამით ვალდებულებას იღებს, რომ თვითმმართველობებს გააძლიერებს და დეცენტრალიზაციის მიმართულებითაც ნაბიჯებს გადადგამს, თუმცა, თვითმმართველობის განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტს - სივრცით მოწყობას პრიორიტეტებიდან იღებს. სწორედ ეს არის ის ერთ-ერთი მთავარი განსხვავება, რაც კვირიკაშვილისა და ბახტაძის სამთავრობო პროგრამებს შორის არსებობს -...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულება, სავარაუდოდ, დროში გადაიწევს. ამის შესახებ მინისტრობის კანდიდატმა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. ცქიტიშვილს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჰკითხა, აშენდება თუ არა რიკოთზე 800-კილომეტრიანი ავტობანი, ხიდები და გვირაბები. „აშენდება, ბატონო რომან. რიკოთი შედგება 4 ლოტისგან. მათგან ერთზე უკვე გამოცხადდა ტენდერი სამშენებლოდ. რაც შეეხება კონკრეტულად...
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, რწმუნებულთან–გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცეგუბერნატორი, იმერეთის რეგიონის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. საკონსულტაციო საბჭოზე რეგიონული განვითარების სტრატეგიების სამოქმედო გეგმაში შესატან ცვლილებებსა და იმერეთში 2018 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს. შეხვედრის მთავარი საკითხები იყო, ასევე, რეგიონში ცენტრალური მაგისტრალების და ტურისტულად მიმზიდველი ადგილების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება და მუნიციპალიტეტებში არსებული უსახური...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ