გორის მუნიციპალიტეტში პროგრამა რომელიც „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ეფექტურად განხორციელების მიზნით მერის წარმომადგენლებისთვის, პროექტის კოორდინატორებისა და მობილიზატორებისთვის ოთხ დღიანი ტრენინგს მოიცავდა დასრულდა.
სახელწოდებით „მუნიციპალიტეტის კოორდინატორთა და მობილიზატორთა ტრენინგი”, რომელიც პროექტის „სამოქალაქო ბიუჯეტი, როგორც თვითმმართველობის განვითარების ინსტრუმენტი საქართველოში”-ს ფარგლებში მიმდინარეობს, 18 ივნისს დასრულდა.
გორის მერიის ცნობით, ტრენინგის მიზანია იმ ადამიანების გადამზადება, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ გორში სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელებაში.
ტრენინგს უძღვებოდა გამოცდილი საერთაშორისო ტრენერი და ფასილიტატორი – ვიტეკ ხებანოვსკი (ფონდი სხვა სივრცე, პოლონეთი) და პოლინა ვეტროვა (არქიტექტორი, დამფუძნებელი ასოციაციისა «Гадяч дружній»- მეგრობრული გადიაჩი).
„სამოქალაქო ბიუჯეტის“ მიზანია თანამონაწილეობითი მექანიზმების დანერგვა ადგილობრივი ბიუჯეტირების პროცესში. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება უშუალოდ საზოგადოების მიერ ინიცირებული პროექტები.
ადგილობრივი თვითმმართველობა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკვე ორი წელია ახორციელებს. პროგრამის განხორციელება ქალაქ გორში 2016 წელს დაიწყო. მერის წარმომადგენლების დახმარებით, მოქალაქეებმა თვითონ დაგეგმეს მათ უბნებში 2017 და 2018 წელს განსახორციელებელი პროექტები.
მიმდინარე წელს, ქალაქ გორთან ერთად, მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობაც შეძლებს პროგრამის ფარგლებში 2019 წელს განსახორციელებელი პროექტების ინიცირებას.