თილისის მერმა კახალაძემ ვიცე-მერს ირაკლი ხამალაძეს ურბანულ სამსახურში არსებული პრობლემების 2 კვირაში მოგვარება დაავალა. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა.
კალაძემ განაცხადა, რომ ურბანულ სამსახურში ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა დაკმაყოფილებული იყოს ნორმები და მოთხოვნები.
“მინდა დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს ურბანული სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც არის დაგროვილი, ორი კვირის განმავლობაში მოგვარდეს, პასუხი გაეცეს და პარალელურად შეიქმნას ანალოგიური სისტემა, რაც არქიტექტურის სამსახურში შეიქმნა. ეს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოსახლეობას უპრობლემოდ და დაბრკოლებების გარეშე მოვემსახუროთ. ის მოთხოვნები, რომელიც აქვს არქიტექტურის სამსახურს, რომელიც აქვს ურბანულ სამსახურს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იყოს დაკმაყოფილებული. ის, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში და როგორც ხდებოდა ნებართვების გაცემა, პირობას გაძლევთ ამ ფორმით არ ვიმუშავებთ. ჩვენ თუ გავაგრძელებთ იგივე ფორმით მუშაობას, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა, ფაქტი გვაქვს სახეზე, რა შედეგს მივიღებთ, შეგვიძლია გადავიხედოთ მარჯვნივ, მარცხნივ და დავინახავთ. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია”, – განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერიაში ურბანული სამსახური თებერვალში შეიქმნა.