კურორტ ახტალას რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დაიწყება

971

წინა სტატია

გურჯაანში მდებარე სამკურნალო-ბალნეოლოგიური კურორტის „ახტალას“ რეაბილიტაცია, 2018 წლის ბოლომდე დაიწყება. ამის შესახებ „ახტალას“ დირექტორმა გიორგი უტიაშვილმა თქვა. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

გიორგი უტიაშვილის ინფორმაციით, უპირველეს ყოვლისა მოსაგვარებელია ქონების გადაფორმების საკითხი, რომლის დასრულების შემდეგ მომზადდება არქიტექტურული პროექტი.

“ინვსეტორმა უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი, რომელიც აუცილებლად ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმდება. სარეაბილიტაციო სამუშოები ისე ჩატარდება, რომ საკურორტო სეზონის მიმდინარეობას ხელს არ შეუშლის. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ტერიტორია იქნება საერთო სარგებლობაში, როგორც მოსახლეობისთვის, ისე დამსვენებლებისთვის“, – აღნიშნა გიორგი უტიაშვილმა.

გურჯაანში მდებარე ბალნეოლოგიური კურორტი “ახტალა” შპს “გლობალ ვიქთორი ჯორჯიამ” 3 760 000 ლარად იყიდა. ელექტრონული აუქციონი 14 ივნისს დასრულდა. კურორტის საწყისი ფასი 3 755 000 ლარი იყო. საპრივატიზებო პირობის მიხედვით, მყიდველმა უნდა განახორციელოს სულ მცირე 12 000 000 ლარის ინვესტიცია და მოაწყოს 120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსი, რომელიც უნდა მოიცავდეს ღია და დახურული ტიპის საცურაო აუზებს, რესტორნებს, სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელ ცენტრს, ასევე, სულ მცირე 50 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს.