ირაკლი ხმალაძემ ურბანულ სამსახურში არსებული პრობლემები განმარტა

753

წინა სტატია

თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ურბანულ სამსახურში არსებული პრობლემები განმარტა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

“ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში არსებული პრობლემები, ეს არის საკმაოდ დიდი რაოდენობით დაგროვილი მოთხოვნები და შემოსული განაცხადები, რომლებზეც რეაგირებაა საჭირო, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

როგორც ხმალაძემ აღნიშნა, ურბანული განვითარების სამსახურში, დადგენილ ვადებში უნდა მიიღებოდეს ხარისხიანი გადაწყვეტილებები, რომელიც დედაქალაქს წაადგება და ამასთანავე, ხელი არ შეეშალოს ბიზნეს სექტორს და ეკონომიკურ საქმიანობას.

„აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ არქიტექტურის სამსახურში ჩვენ დაგვხვდა სისტემური პრობლემები. სისტემატურად ირღვეოდა განცხადებების განხილვისა და გადაწყვეტილებების მიღების ვადები და ჩვენ მერის დავალებით საკმაოდ აქტიურად ვიმუშავეთ მინიციპალური სერვისების განვითარების სამსახურთან და არქიტექტურის სამსახურთან ერთად და შევძელით ის, რომ 10 მაისიდან განსხვავებული სისტემით დაიწყო არქიტექტურის სამსახურმა მუშაობა; პრაქტიკულად მივიღეთ ის შედეგი, რომ 10 მაისიდან რეგისტირებულ არც ერთ განცხადებაზე არ დაფიქსირებულა ვადაგადაცილება. დიდი იმედი მაქვს, რომ არც დაფიქსირდება, ვინაიდან ჩვენ მოვახდინეთ ადმინისტრაციული წარმოების და ბიზნეს პროცესების სრული ოპტიმიზაცია, რესურსების ოპტიმალურად გადანაწილება და ეფექტურად პროცესების მართვა და გადაწყვეტილებების მიღება. რა თქმა უნდა, ეს უკვე საგრძნობია თვითონ იმ ადამიანებისთვის და კომპანიებისთვის, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ურთიერთობს არქიტექტურის სამსახურთან და, რა თქმა უნდა, მათთვის თვალშისაცემია“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, რასაც დღეს დედაქალაქის მერი შეეხო ეს არის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში არსებული პრობლემები.

„ეს არის საკმაოდ დიდი რაოდენობით დაგროვილი მოთხოვნები და შემოსული განაცხადები, რომლებზეც რეაგირებაა საჭირო. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მიმდინარე საკითხები, რომლებსაც საკმაოდ ძლიერი მუშაობა სჭირდება. მივიღეთ დავალება მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით. აუცილებლად აღმოვფხვრით იმ დაგროვილ პრობლემებს და მოვახდენთ ბიზნეს პროცესის ისევე ოპტიმიზაციას და გამართვას, როგორც ეს მოვახერხეთ არქიტექტურის სამსახურში. საბოლოო მიზანი არის ის, რომ ურბანული განვითარების სამსახურში მიიღებოდეს ხარისხიანი გადაწყვეტილებები, რომელიც დედაქალაქს წაადგება და მეორე მხრივ, ეს გადაწვეტილებები მიიღება დადგენილ ვადებში, რომ ხელი არ შეეშალოს ბიზნეს სექტორს და ეკონომიკურ საქმიანობას“, – განაცხადა ხმალაძემ.
რაც შეეხება ურბანულ სამსახრში არსებულ პრობლემებს, როგორც ვიცე-მერმა განმარტა, ურბანულ სამსახურში პრობლემად რჩება მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხი და კვალიფიციურობა, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი გადაწვეტილებების ნაწილში.

„გადაწყვეტილებები, რომელსაც მერია და ურბანული სამსახური მიიღებს, უნდა იყოს გასაგები როგორც ადრესატისთვის, ისე დანარჩენი მოქალქეებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა დაკმაყოფილდება თუ არა განცხადება, იმიტომ, რომ ჩვენ მიერ მიღებული თითოეული გადაწვეტილება ქმნის დედაქალაქის მომავალს, ხვალინდელ დღეს. აქედან გამომდინარე, ეს უნდა იყოს გააზრებული გადაწყვეტილებები, გასაგები და დასაბუთებული“, -განაცხადა ხმალაძემ.

რაც შეეხება უკვე გაცემულ ნებართვებს, როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი გადახედვა აღარ მოხდება.

„აქამდე რა ნებართვებიც გავეცით, კახა კალაძის მერად მოსვლის შემდეგ, გადახედვას არ საჭიროებს. ეს საკითხი არც განიხილება. მანამდე გაცემულ ნებართვებს კი ვერ გადავხედავთ, თუ არ მოხდა კონკრეტული საჩივრის წარმოდგენა, თუ არ დაფიქსირდა კანონის დარღვევა. სხვა შემთხვევაში, ნებართვის გადახედვის საფუძველი არ არსებობს“, – აღნიშნა ხმალაძემ.