ზუგდიდის მერია სიჩქარის შემზღუდავ 392 ბარიერს შეიძენს

759

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ელექტრონული ტენდერით ავტომობილის სიჩქარის შემზღუდავ 392 ცალ ბარიერს შეიძენს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 312 ლარია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საუბარია 392 ცალი „სიჩქარის შემზღუდველი ბარიერისა“ და 32 „სიჩქარის შემზღუდველი ბარიერის დაბოლოების“ შეძენაზე. ამავე დოკუმენტაციის თანახმად, საგზაო ნიშნები უნდა განთავსდეს მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

შესყიდვა გამოცხადდა 14 ივნისს, ხოლო, წინადადებების მიღება 22-ში დასრულდება.