საბურთალოს რაიონში, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა მისამართზე წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გამგეობის ცნობით, ამ ეტაპზე, სამუშაოები ასათიანის ქუჩა N10ა, გამრეკელის ქუჩის N2 კორპუსსა და ცინცაძის ქუჩის N5-ში ხორციელდება.
"ამ ეტაპზე, აღნიშნული ტიპის სამუშაოები 11 მისამართზე ტარდება. პროექტები გამგეობის ბიუჯეტიდან 235 756 ლარით დაფინანსდა", - აცხადებენ საბურთალოს რაიონის გამგეობაში.
გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩაზე მდებარე N17-19 კორპუსების მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
გამგეობის ცნობით, 5 000 კვ.მ ფართობზე სკვერისთვის საჭირო ინვენტარი განთავსდა. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ველო და საფეხმავლო ბილიკები და ბორდიური. ასევე, ხელოვნურსაფარიანი საბავშვო მოედნები, სარწყავი სისტემა და გარეგანათება.
"შემოდგომაზე აღნიშნულ სკვერში სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგვება და ბალახი დაითესება", - აცხადებენ გამგეობაში.
აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 209 985 ლარი გამოიყო.
ისნის რაიონში, საბარგოს დასახლების მე-12 ქუჩაზე, საყრდენი კედელი ეწყობა.
გამგეობის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე უხვი ნალექის გამო, საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწა ჩამოიშალა, რომელმაც ადგილობრივ მცხოვრებლებს საფრთხე შეუქმნა.
"საბარგოს დასახლების მე-12 ქუჩაზე 12 მეტრი სიგრძის რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები ათი დღის ვადაში დასრულდება, რომელსაც ისნის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ლუკა 2011“ ახორციელებს", - აცხადებენ ისნის რაიონის გამგეობაში.
ჩვენ მნიშვნელოვანი ინიციატივები გვაქვს და მზად ვართ, რომ ეფექტური გადაწყვეტილებები მივიღოთ, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მისი თქმით, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მიმართულებით, ეფექტური გადაწყვეტილებებია საჭირო. რიჟვაძის განცხადებით, პოლიტიკურ სუბიექტებთან მხოლოდ კვალიფიციურ და კონსტრუქციულ ნაწილში ითანამშრომლებს.
"აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციას რეგიონის საკითხებზე ჰქონდა შენიშვნები. ჩვენ მნიშვნელოვანი ინიციატივები გვაქვს და მზად ვართ, ეფექტური გადაწყვეტილებები...
გორის საკრებულოს დადგენილება მიტოვებული პირუტყვის შესახებ, მთავრობამ შეაჩერა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
"არ გვაქვს არც პირუტყვთა სადგომი და არც მანქანა, ამიტომ ჩვენ მიერ მიღებული დადგენილება შეჩერებულია“, - საკრებულოს თავჯდომარე დავით რაზმაძე ამბობს, რომ შინაური ცხოველების მოვლის წესზე მიღებული დადგენილება გაუთვალისწინებელი ხარვეზების გამო შეაჩერეს.
დადგენილება, რომელიც საკრებულომ მიმდინარე წლის მაისში მიიღო, ქუჩაში უმეთვალყურეოდ მიტოვებული საქონლის მეპატრონის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას ითვალისწინებდა.
“ეს იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ...
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი უძღვება, აჭარის მთავრობის შემადგენლობის საკითხს განიხილავენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი არვცელებს.
საკანონმდებლო ორგანოს წევრები მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილ თორნიკე რიჟვაძეს უსმენენ. სხდომას ესწრებიან აჭარის მთავრობის წევრობის კანდიდატები - ინგა შამილიშვილი, ზაალ მიქელაძე, ტიტე აროშიძე და ჯაბა ფუტკარაძე.
„ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, ადამიანი და მისი ღირსეული...
ბათუმის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ასისტენტების გადამზადება დაიწყო. ასისტენტები გადამზადების 7 დღიან მიზნობრივ კურსს გაივლიან.
მერიის ცნობით, პროგრამის ფარგლებში 8 ასისტენტია შერჩეული, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, უსინათლო შშმ პირებისა და ეტლით მოსარგებლე შშმ პირებს გადაადგილებაში დაეხმარებიან.
"საწყის ეტაპზე აღნიშნული სერვისით 48 ბენეფიციარი ისარგებლებს. ერთი ასისტენტი 6 ბენეფიციარს მოემსახურება და თითოეულს კვირაში 2-ჯერ გაუწევს დახმარებას. პროგრამა წელს პირველად ხორციელდება. პროგრამის ბიუჯეტი 28 ათას 800 ლარს შეადგენს", - აცხადებენ მერიაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს შემდეგ ნომერზე: 0422 24 63 01.
წინა სტატია
აჭარის მთვარობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე თავის პროგრამას და გუნდს უმაღლესი საბჭოს წევრებს აცნობს. თორნიკე რიჟვაძეს და მის მინისტრთა კაბინეტის წევრებს უმაღლესი საბჭოს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ. მინისტრობის კანდიდატები დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხებენ. როგორც ცნობილია, რიჟვაძე მხოლოდ ეკონომიკისა და სოფლის მეორნეობის მინისტრებს ცვლის. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრები კი თანამდებობებს ინარჩუნებენ. ოპოზიცია რიჟვაძის გუნდს მხარს არ დაუჭერს....
აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები მმართველი პარტიის წევრებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. აღნიშნული ფაქტი აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის თორნიკე რიჟვაძის მოსმენის დაწყებამდე მოხდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წევრები მმართველი გუნდისგან განმარტებას ითხოვდნენ იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც მინისტრთა კაბინეტის წევრების წარდგენას შეეხება. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრების წარდგენაზე საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერა უნდა ყოფილიყო.
ოპოზიციის...
წინა სტატია
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 143 343 ლარი დაიხარჯა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
სვირის რეაბილიტირებულ საბავშო ბაღში სასწავლო პროცესი სექტემბრიდან დაიწყება. შენობა სამი სოფლის: სვირის, ბოგისა და ტატანისის 50-მდე აღსაზრდელს მოემსახურება.
ახალციხის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებში საბავშო ბაღი ათეული წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა.
შენობა თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო და გარდა საბავშვო ბაღისა, მასში განთავსდება ბიბლიოთეკა და ახალგაზრდული...
ზუგდიდში მიუსაფარ ცხოველთა მონიტორინგს არასამთავრობო ორგანიზაცია განახორციელებს. ინიციატივა ასოციაცია „მერკურს“ ეკუთვნის. ისინი გარკვეული მონაცემების შეკრებას მოხალისეების დახმარებით გეგმავენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ორგანიზაციაში პროექტების კოორდინატორმა ოლგა კიკავამ განაცხადა, რომ პრობლემა მუნიციპალიტეტისთვის აქტუალურია, რომელზეც ბევრს საუბრობენ, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები მის გადასაჭრელად ამ დრომდე არ გადადგმულა.
„ხშირად ამის მიზეზად სახელდება, რომ ჩვენ არ გვაქვს სტატისტიკა, მონაცემები, რამდენ ცხოველზე უნდა გავაკეთოთ თავშესაფარი, რა ჯდება ერთი ძაღლი....
წინა სტატია
თელავში შეხვედრა გაიმართა, სადაც მეფუტკრეებს უფასო სწავლების კურსის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
სწავლების კურსი ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ" (People In Need - PIN) პროექტის „მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება საქართველოში" ფარგლებში ჩატარდება.
პროექტის კოორდინატორის, ნინო მარკოზაშვილის თქმით, პროექტის მიზანია ქვეყანაში მეფუტკრეობის პროდუქციის ხარისხისა და პროდუქტიულობის ზრდის ხელშეწყობა წარმოებისა და გადამუშავებაში მოწინავე პრაქტიკის და ეფექტური მეთოდების დანერგვის გზით,...
ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მოუვლელია. საკანონმდებლო და მთავრობის სახლის მიმდებარე სივრცე წლებია მოუწესრიგებელია. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.
2017 წლის სექტემბერში პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პარლამენტის შენობის და მის ირგვლივ არსებულ ტერიტორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდებოდა. მისი თქმით, გარემონტდებოდა პარლამენტის შენობაც. კობახიძე ამბობდა, რომ მოპირკეთდებოდა შენობის შესასვლელი, ხოლო, გარეთ მოეწყობოდა ავტოსადგომი, პარკი და გამწვანდებოდა მიმდებარე ტერიტორია.
დღეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რიკოთის საუღელტეხილო გზის, უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. წინადადების წარმოდგენის ვადა 20 აგვისტოს იწურება.
უბისა-შორაპანის მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი 13 კმ-იანი გზა, 27 ხიდი და 18 გვირაბი აშენდება. სამშენებლო სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს.
რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილია სულ 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი E60 ავტომაგისტრალის შემადგენელი...
ჩუღურეთის რაიონში, არაგვისპირელის N10-ში, ახალი სკვერი მოეწყო. გამგეობის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სივრცე განთავსდა.
"პროექტის ფარგლებში, 320 მ2 ტერიტორიაზე საბავშვო მოედანი მოეწყო, დამონტაჟდა განათებები და საპარკე სკამები. სავალი ბილიკები მოპირკეთდა დეკორატიული ფილებით, სკვერის გარშემო კი, ლითონის ღობე მოეწყო.
არაგვისპირელის ქუჩაზე ამ დრომდე, დასასვენებელი სივრცე არ არსებობდა. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას შეუძლია მოწესრიგებული და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკვერით...
თბილისის მერს კახა კალაძეს პროგრამა “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში, ერთ-ერთი იდეის ავტორი სთავაზობს, რომ პრეზიდენტის სასახლე "მეფეთა მუზეუმად" გადააკეთონ. პროექტის ავტორის თქმით, შენობა გახდება სავიზიტო ბარათი, სადაც მისულ ადამიანს შესაძლებლობა ექნება თუნდაც ერთ დღეში წარმოდგენა შეიქმნას საქართველოს ისტორიისა და მდიდარი წარსულის შესახებ.
თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე 168 მიმდინარე, 175 დაბლოკილი, 1 უარყოფილი,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































