ქუთაისში საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მოუწესრიგებელია

1119

ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მოუვლელია. საკანონმდებლო და მთავრობის სახლის მიმდებარე სივრცე წლებია მოუწესრიგებელია. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.

2017 წლის სექტემბერში პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პარლამენტის შენობის და მის ირგვლივ არსებულ ტერიტორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდებოდა. მისი თქმით, გარემონტდებოდა პარლამენტის შენობაც. კობახიძე ამბობდა, რომ მოპირკეთდებოდა შენობის შესასვლელი, ხოლო, გარეთ მოეწყობოდა ავტოსადგომი, პარკი და გამწვანდებოდა მიმდებარე ტერიტორია.

დღეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია ასე გამოიყურება:

თუ რატომ არ მოხდა პარლამენტის შენობის და მისი მიმდებარე ტერირიტორიის მოწესრიგება  გამოცემას პრესსამსახურშიუთხრეს, რომ ამაზე  წერილობით უპასუხებენ.