ისანში, საბარგოს დასახლებაში, საყრდენი კედელი ეწყობა

826

ისნის რაიონში, საბარგოს დასახლების მე-12 ქუჩაზე, საყრდენი კედელი ეწყობა.

გამგეობის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე უხვი ნალექის გამო, საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწა ჩამოიშალა, რომელმაც ადგილობრივ მცხოვრებლებს საფრთხე შეუქმნა.

“საბარგოს დასახლების მე-12 ქუჩაზე 12 მეტრი სიგრძის რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები ათი დღის ვადაში დასრულდება, რომელსაც ისნის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ლუკა 2011“ ახორციელებს”, – აცხადებენ ისნის რაიონის გამგეობაში.