ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 143 343 ლარი დაიხარჯა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
სვირის რეაბილიტირებულ საბავშო ბაღში სასწავლო პროცესი სექტემბრიდან დაიწყება. შენობა სამი სოფლის: სვირის, ბოგისა და ტატანისის 50-მდე აღსაზრდელს მოემსახურება.
ახალციხის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებში საბავშო ბაღი ათეული წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა.
შენობა თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო და გარდა საბავშვო ბაღისა, მასში განთავსდება ბიბლიოთეკა და ახალგაზრდული ცენტრიც.