ბათუმის მერიამ შშმ პირების ასისტენტების გადამზადება დაიწყო

595

ბათუმის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  ასისტენტების გადამზადება დაიწყო. ასისტენტები გადამზადების 7 დღიან მიზნობრივ კურსს გაივლიან.

მერიის ცნობით, პროგრამის ფარგლებში 8 ასისტენტია შერჩეული, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, უსინათლო შშმ პირებისა და ეტლით მოსარგებლე შშმ პირებს გადაადგილებაში დაეხმარებიან.

“საწყის ეტაპზე აღნიშნული სერვისით  48 ბენეფიციარი ისარგებლებს. ერთი ასისტენტი  6 ბენეფიციარს მოემსახურება და თითოეულს კვირაში 2-ჯერ გაუწევს დახმარებას.  პროგრამა წელს პირველად ხორციელდება. პროგრამის ბიუჯეტი 28 ათას 800 ლარს შეადგენს“, – აცხადებენ მერიაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს შემდეგ ნომერზე: 0422 24 63 01.