საბურთალოს რაიონში, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა მისამართზე წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გამგეობის ცნობით, ამ ეტაპზე, სამუშაოები ასათიანის ქუჩა N10ა, გამრეკელის ქუჩის N2 კორპუსსა და ცინცაძის ქუჩის N5-ში ხორციელდება.
“ამ ეტაპზე, აღნიშნული ტიპის სამუშაოები 11 მისამართზე ტარდება. პროექტები გამგეობის ბიუჯეტიდან 235 756 ლარით დაფინანსდა”, – აცხადებენ საბურთალოს რაიონის გამგეობაში.