გორის მერიამ 5 მიუსაფარი ოჯახი სოციალურ საცხოვრისში გადაიყვანა. გორის მერიამ აღნიშნულ ოჯახებს ორწლიანი ხელშეკრულებები გაუფორმა და ბინების გასაღებები გადასცა.
გორის მერიის ცნობით, ახალმოსახლე ოჯახები სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნებიან. 5 ოჯახში სულ 19 სულია, მათ შორის, 10 მცირეწლოვანი ბავშვი და ისინი დღემდე ქირით ან მიტოვებულ შენობებში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ.
ეს ოჯახები გორის მერიაში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შეარჩია, რომლის შემადგენლობა დაკომპლექტებულია არასამთავრობო ორგანიზაციების, სოციალური მომსახურების...
ქუთაისის საკრებულოს წევრი, "ევროპული საქართველოს" დეპუტატი მერაბ მეშველიანი აცხადებს, რომ ქუთაისის მერიამ 5 თვეში მივლინებებისათვის 22 402.39 ლარი დახარჯა. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
მეშველიანის თქმით, მან ქალაქის მერიიდან საჯარო ინფორმაცია მიმდინარე წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით გამოითხოვა. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი აცხადებს, რომ ამ პერიოდში ქალაქის მერმა, მერის მოადგილეებმა და სამსახურის უფროსებმა 14 მივლინება განახორციელეს.
"იანვარში განხორციელდა 3 მივლინება, რომლის ხარჯმა ბიუჯეტიდან 1 268 ლარი...
"ცალსახად ვამბობ, თვითმმართველობისთვის მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი იყოს ქუთაისში", - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ „ნიუპრესთან“ საუბრისას. მისი თქმით, ქუთაისში პარალმენტის გარდა სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც უნდა განხორციელდეს.
„ჩვენთვის პრიორიტეტია ის, რომ ცენტრალური ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ქუთაისს, ამიტომ, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. რაც შეეხება პარლამენტის ქუთაისში ყოფნას, თვითმმართველობას მიაჩნია, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა იყოს“, -განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
კითხვაზე, თუ პარლამენტის გადატანის თემა...
"ყველას ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ უკან არ დავიხევთ", - ასე ეხმიანება ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ტურისტულ სეზონზე "თეთრი ხიდის" რეაბილიტაციის დაწყებასთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებს. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, იმის გამო, რომ რამდენიმე ტურისტი ხიდზე ვერ გადავიდა, სამუშაოები ვერ შეჩერდება.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ჩვენი ქალაქი. ერთი ტურისტის კომფორტისთვის, რომელიც შეიძლება, ერთხელ ჩამოვიდეს ქუთაისში, მაშინ როდესაც ათასობით ტურისტს ველით, ვერ გავჩერდებით. ვისაც...
უკვე რამდენიმე თვეა ქალაქ გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე გზა ჩანგრეულია. გურჯაანის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ვლადიმერ მუსალბიშვილის განმარტებით, ამჟამად მსგავსი საკითხების მონიტორინგი მიმდინარეობს. ინფორმაციას "სპექტრი" ავრცელებს.
„მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს აღნიშნული საკითხების შესწავლა და ინფორმაციის დამუშავება. მოვამზადებთ წერილს და უახლოეს მომავალში გადავუგზავნით საავტომობილო გზების დეპარტამენტს", - თქვა ვლადიმერ მუსალბიშვილმა.
მისივე თქმით, შემდეგ უკვე ამ სამსახურის პრეროგატივაა, როდის და რა ვადაში ჩატარდება სამუშაოები.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის მცხოვრები ნინო გოგოლაშვილი ადგილობრივ თვითმმართველობას ზეწოლაში ადანაშაულებს. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
გოგოლაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც სოფელში არსებული დაზიანებული გზის და წყლის პრობლემაზე სხვადასხვა მედიასაშუალებას ინფორმაცია მიაწოდა, მასთან სიღნაღის მერიის კომუნალური სამსახურის უფროსის, ჯონდო გელაშვილის ძმა, გია გელაშვილი მივიდა და მისი დაშინება სცადა.
მან მომხდარი ფაქტის შესახებ ადგილობრივ თვითმმართველობას აცნობა და აღნიშნული პირების სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვა. ნინო...
მაკლეინის ასოციაციის ინიციატივით და მშობელთა მხარდამჭერი ცენტრის ორგანიზებით, თელავში თვითმმართველობის საქმიანობაში შეზღუდულის შესაძლებლობის მქონე პირების ჩართულობასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე იმსჯელეს. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
ორდღიან ტრენინგს ესწრებიან შშმ პირები, მათი ოჯახის წევრები, დაინტერესებული მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საჯარო მოხელეები.
ტრენერის, ანა აბაშიძის ინფორმაციით, სემინარის მთავარი მიზანია სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე თვითმმართველი ერთეულების საქმიანობის გააქტიურება.
"ვიცით, რომ არსებობს...
აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა გენადი გაგულიამ კონკურსის შესახებ განკარგულება გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას "ლაივპრესი" გალის ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
განკარგულების მიხედვით, კონკურსში გაიმარჯვებს სოფელი, რომელსაც აქვს მოვლილი ქუჩები, სახლები, ტურისტული ობიექტები, ასევე აქვს საბავშვო და სპორტული მოედნები, დასასვენებელი ადგილები.
კონკურსი „წლის საუკეთესო სოფელი“ ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე განაცხადები მიიღება 1 დან 31 აგვისტომდე.
წინა სტატია
დედაქალაქის მერიამ რამიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტის ახალი საფარი (5000 კვ.მ.), მოეწყო ახალი ბორდიურები და ტროტუარი, კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ მონაწილეობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემას: როგორც სასმელი წყლის, ასევე წყალარინების (კანალიზაციის) ქსელს, გამოიცვალა ჭები, ხოლო საკომუნიკაციო საჰაერო სადენები მიწის ქვეშ განთავსდა.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ რამიშვილის ქუჩის სრული...
ვაკის რაიონში, მოსახლეობის უსაფრთხოების გათვალისწინებით, სხვადასხვა მისამართზე გრუნტის დამჭერი კედლები მოეწყო და ლითონის მოაჯირები დამონტაჟდა. ვაკის რაიონის გამგეობის ცნობით, სამუშაოები ბურკიაშვილის N15-სა და მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა.
უწყების ცნობით, გამგეობის პროექტის შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე, 14 მეტრამდე სიგრძისა და 5.5 მეტრამდე სიმაღლის კედელი აშენდა. გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა იქვე არსებული საერთო სარგებლობის კიბეს და მოეწყო სანიაღვრე ქსელი.
ვაკის გამგეობის ცნობით, მიმდინარე წელს, ფერდობის, გრუნტისა...
რა ბედი ეწევა ავტოპარკის განახლების შემდეგ თბილისში მოძრავ ყვითელ ავტობუსებს? როგორც ცნობილია, 2019 წლის ბოლოდან თბილისში გერმანული კომპანია MAN-ის წარმოებული ავტობუსებით ავტოპარკი სრულად განახლდება. ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც "კომერსანტი" თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროს მამუკა მუმლაძეზე დაყრდნობით წერს, ავტოპარკი 2019 წლის ბოლომდე სრულად იქნება განახლებული. რაც შეეხება ყვითელ ავტობუსებს, მათი ბედი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. თუმცა, მისივე...
ზაფხულის სეზონზე, ტურისტთა რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორებმა თელავში, კავკასიონის ქუჩაზე მდებარე ახლადგახსნილ სკვერში პატრულირება დაიწყეს. მიზანი ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფაა. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, პატრულირება ხორციელდება, როგორც ქვეითად, ისე კვადროციკლით, რათა თელავში, საზოგადოებრივი თავშეყრის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე დანაშაულის პრევენცია და არსებობის შემთხვევაში, სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირება მოხდეს.
რუსთაველები საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით რუსთავის მერს ირაკლი ტაბაღუას პეტიციით მიმართავენ. მათი თქმით, შპს "ინტერ ტრანსის" მფლობელობაში არსებული ტრანსპორტით სარგებლობისას მგზავრები ყოველდღიურად უპასუხისმგებლობასა და არაპროფესიონალიზმს აწყდებიან.
"მივმართავთ შპს "ინტერ ტრანსის" დამფუძნებელს, ზაზა ლომიძეს, დირექტორის მოადგილეს, თენგიზ სანიკიძეს და ქალაქ რუსთავის მერს, ირაკლი ტაბაღუას:
შპს "ინტერ ტრანსის" მიმართ რუსთაველი მოსახლეობის უკმაყოფილება უკვე მრავალ წელს ითვლის, თუმცა ამჯერად ჩვენი მოთმინება უკვე აღარ არის საკმარისი...
წინა სტატია
1 აგვისტოდან ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსში მგზავრობის საფასურს მხოლოდ უკონტაქტო ბარათით გადაიხდით. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
შპს "ბათუმის ავტოტრანსპორტის" მარკეტინგის სამსახურის უფროსის ბესიკ დათიაშვილის თქმით, ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში აღარ გაიყიდება ქაღალდის ბილეთები. დათიაშვილის განცხადებით, მოქალაქეები ბარათს სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით შეიძენენ და იგი ორი ლარი ეღირება, თანხა კი ავტომატურად ანგარიშზე დაუბრუნდებათ.
შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბათუმის ავტობუსებში მაკონტროლებელმა უბილეთო მგზავრი აღმოაჩინა,...
ქობულეთის ცენტრში არსებული შადრევანი სამი წელია არ ფუნქციონირებს. მერიამ 2 თვის წინ ბიუჯეტის ცვლილების დროს 11 ათას 375 ლარი გამოყო, თუმცა შადრევანს რეაბილიტაცია ისევ არ ჩატარებია. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
მერიაში აცხადებენ, რომ ტენდერი გამოცხადდა, თუმცა შესაბამისი პრეტენდენტი არ გამოჩნდა, რის გამოც ტენდერ ჩაიშალა. ამჯერად შადრევნის მოსაწესრიგებლად ტენდერი მეორედ არის გამოცხადებული, რომელიც სამ დღეში უნდა დასრულდეს.
ტენდერის მეორედ ჩაშლის შემთხვევაში მერიამ...
2019 წლიდან უნდა გადავიდეთ ნარჩენების ადგილზე სეპარირებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეტაპობრივად, სახლში მოგვიწევს ნარჩენების დახარისხება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც ბითაძემ აღნიშნა, კომპანიები, რომლებიც პოლიეთილენს და შუშას აწარმოებს, თავიანთი ნარჩენის გადამამუშავებელი კომპანიებისთვის მიწოდების ვალდებულება ექნებათ.
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით აქტიურად მიმდინარეობს ნარჩენების მართვის სტრატეგიაზე მუშაობა. არ არის პანაცია ის, რომ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































