ქობულეთის ცენტრში არსებული შადრევანი სამი წელია არ ფუნქციონირებს. მერიამ 2 თვის წინ ბიუჯეტის ცვლილების დროს 11 ათას 375 ლარი გამოყო, თუმცა შადრევანს რეაბილიტაცია ისევ არ ჩატარებია. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
მერიაში აცხადებენ, რომ ტენდერი გამოცხადდა, თუმცა შესაბამისი პრეტენდენტი არ გამოჩნდა, რის გამოც ტენდერ ჩაიშალა. ამჯერად შადრევნის მოსაწესრიგებლად ტენდერი მეორედ არის გამოცხადებული, რომელიც სამ დღეში უნდა დასრულდეს.
ტენდერის მეორედ ჩაშლის შემთხვევაში მერიამ შესაძლოა პირდაპირი შესყიდვის უფლება მოითხოვოს. ა(ა)იპ „გამწვანების სამსახურის“ ხელმძღვანელი, რომელსაც შადრევნის მოვლა- პატრონობა ევალება ამბობს, რომ სიძველისგან დაზიანებულია წყლის სატუმბი ძრავი, გაყვანილობა და განათებები შადრევნის ირგვლივ.