აფხაზეთში საუკეთესო სოფლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

1269

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა გენადი გაგულიამ კონკურსის შესახებ განკარგულება გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას “ლაივპრესი” გალის ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

განკარგულების მიხედვით, კონკურსში გაიმარჯვებს სოფელი, რომელსაც აქვს მოვლილი ქუჩები, სახლები, ტურისტული ობიექტები, ასევე აქვს საბავშვო და სპორტული მოედნები, დასასვენებელი ადგილები.

კონკურსი „წლის საუკეთესო სოფელი“ ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე განაცხადები მიიღება 1 დან 31 აგვისტომდე.