ზაფხულის სეზონზე, ტურისტთა რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორებმა თელავში, კავკასიონის ქუჩაზე მდებარე ახლადგახსნილ სკვერში პატრულირება დაიწყეს. მიზანი ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფაა. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, პატრულირება ხორციელდება, როგორც ქვეითად, ისე კვადროციკლით, რათა თელავში, საზოგადოებრივი თავშეყრის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე დანაშაულის პრევენცია და არსებობის შემთხვევაში, სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირება მოხდეს.