ვაკეში დამცავი კედლები მოეწყო და ლითონის მოაჯირები დამონტაჟდა

934

ვაკის რაიონში, მოსახლეობის უსაფრთხოების გათვალისწინებით, სხვადასხვა მისამართზე გრუნტის დამჭერი კედლები მოეწყო და ლითონის მოაჯირები დამონტაჟდა. ვაკის რაიონის გამგეობის ცნობით, სამუშაოები ბურკიაშვილის N15-სა და მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა.

უწყების ცნობით, გამგეობის პროექტის შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე, 14 მეტრამდე სიგრძისა და 5.5 მეტრამდე სიმაღლის კედელი აშენდა. გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა იქვე არსებული საერთო სარგებლობის კიბეს და მოეწყო სანიაღვრე ქსელი.

ვაკის გამგეობის ცნობით, მიმდინარე წელს, ფერდობის, გრუნტისა და გზის დამჭერი საყრდენი კედელი სულ, შვიდ მისამართზე აშენდა, რაც ვაკის რაიონის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტი და საცხოვრებელი სახლების დაზიანების პრევენციაა. ასევე, დამცავი კედლების გარდა, რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა მისამართზე, 524 გრძივი მეტრის ლითონის მოაჯირი დამონტაჟდა. შავგულიძის ქუჩაზე კი, მოსახლეობის თხოვნით, საერთო სარგებლობის კიბე მოეწყო.