თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ვაკის რაიონში, სხვადასხვა სახის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 42 მისამართზე მიმდინარეობს.
კერძოდ, გამგეობის ცნობით, სადარბაზოების რემონტი, სართულშუა ნაპრალების, სახურავების, წყლისა და წყალარინების ქსელების და კიბეების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები აწარმოებენ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 661 214 ლარი გამოიყო.
რაც შეეხება უკვე დასრულებულ სამუშაოებს, მათ განხორციელებაზე 577 480 ლარი დაიხარჯა. შედეგად, ინფრასტრუქტურა 52 მისამართზე განახლდა.
"პროექტების დაფინანსების პროცესში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების...
პროექტის მიხედვით, დასახლებაში ცენტრალური კოლექტორი გაკეთდება, რის შემდეგაც წყალარინების ქსელი ვარდისუბნისა და საზანოს ქუჩებზე მოეწყობა.
ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 903 172 ლარი დაიხარჯება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გზა“ განახორციელებს.
მუხიანი 2-ის დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2019 წელს დასრულდება.
"პირველ ეტაპზე მოეწყობა წყალარინების სისტემა. იგეგმება სანიაღვრეების მოწესრიგებაც. აქ მცხოვრებ მოქალაქეებს წყალი 24-საათიან რეჟიმში არ მიეწოდებათ. არსებობს კითხვები, თუ რატომ არ...
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 15 სექტემბრისთვის თბილისის მასშტაბით მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი უნდა დასრულდეს. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
„სამუშაოები მიმდინარეობს და 15 სექტემბრისთვის ყველა ობიექტზე, რომელიც ქალაქის ქუჩებზე ხორციელდება, უნდა დამთავრდეს მოასფალტების პირველი ფენა. მოძრაობა თავისუფლად იქნება შესაძლებელი შეფერხების გარეშე. შემდეგი ეტაპი არის საბოლოო ფენა და ეს სამუშაოები ღამის...
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივები წყალს და გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. მათი თქმით, ორი წლის წინ წყლის ავზი გაკეთდა, თუმცა სოფელს წყალი გრაფიკით მიეწოდება, რომელიც უვარგისია როგორც სასმელად, ასევე საყოფაცხოვრებოდ გამოსაყენებლად. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
„რაც შეეხება გზას, საფარი დაზიანებულია და ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ. უნალექო ამინდის დროს კი უბანი მტვრით იფარება“, - განაცხადა აქციის მონაწილე მურთაზ აფრიდონიძემ.
აქციის მონაწილეებს იმერეთის...
დაბა ქედაში, მდინარე აჭარისწყლის მარცხენა სანაპიროზე, დამატებული ტერიტორიის კეთილმოსაწყობად, წელს ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბიუჯეტიდან 496 551 ლარი გამოყო.
მერიის ცნობით, კეთილმოწყობის სამუშაოები დღეს ოფიციალურაად დაიწყო და მას ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,ფარაონი და კომპანია" ახორციელებს.
"570 გრძ/მ დეკორატიული ფილების მოწყობა, რკინაბეტონის ჯებირების დამონტაჟება, ბილიკებისა და ბორდიულების ფილებით მოპირკეთება, ლამპიონების მოწყობა, პარკში შემავალი საავტომობილო გზის მოასფალტება და ა.შ - ეს ის სამუშაოებია, რომელიც ხელშეკრულების...
მერიის ცნობით, ამბროლაური-ხიმშის საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის მეორე რიგის სამუშაოები დასრულდა.
როგორც ამბროლაურის მერიაში აცხადებენ, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 567 720 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ასფალტო–ბეტონის საფარიანი გზების მოწყობისთვის 1 200 000–მდე ლარია გამოყოფილი.
იტალიის ქალაქ კოზენცაში ქუთაისელი მხატვრებისთვის გამართული ვორკშოპის დახურვას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და ვიცე-მერებიც დაესწრნენ.
"ქუთაისი პოსტის" ცნობით დახურვის საღამოს მოწყობილ გამოფენაზე სხვა ნახატებთან ერთად ქუთაისის მერის პორტრეტიც გამოიფინა.
ქუთაისის მერიის ცნობით, კოზენცას მერმა მარიო ოჩიუტომ და გიორგი ჭიღვარიამ სამომავლო ურთიერ თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრეს.
„ჩვენთვის დიდი პატივი იყო კოზენცაში სტუმრობა, სადაც ჩვენს მხატვრებს უმასპინძლეს, ეს ურთიერთობები კოზენცაში მოღვაწე წარმოშობით ქუთაისელმა, ცნობილმა მევიოლინემ...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქვიტირი-მუხიანის დამაკავშირებელ 4 კმ-იან გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ეს გზა გასული საუკუნის 80-იანი წლები შემდეგ არ შეკეთებულა.
"აღნიშნულ მონაკვეთზე ამჟამად ბეტონის საფარის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ გზის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 698799 ლარი იხარჯება. სამუშაოებს შპს. „მიმდემი“ ახორციელებს", - აცხადებენ წყალტუბოს მერიაში.
"ეს გზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ორ სოფელს ერთმანეთთან აკავშირებს. სამუშაოები ხარისხიანად სრულდება, ამჟამად ბეტონის დასხმა მიმდინარეობს, ამ...
დღეს სამტრედიის, ხონის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
სამ მუნიციპალიტეტს შორის მემორანდუმი 2019 წელს განსახორციელებელი პროექტებს ეხება.
დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე შეიქმნა ერთობლივი კომისია, რომელიც 2019 წელს განსახორციელებელი სამუშაოების საპროექტო, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციების შედგენის, მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით და ერთობლივი შესყიდვით გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერის მიმდინარე პროცესზე იმუშავებს.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში საკორინთლოსა და ახალშენში წყალსადენის ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, სასმელი წყლის ქსელის მილსადენი - 1 700 გრძივ მეტრზე სატუმბ სადგურამდე და რეზერვუარამდე ლაგდება.
"ქსელიდან მიერთებები 60 ოჯახზე განხორციელდება, რაც მათ სოციალურ პირობებს გააუმჯობესებს.
წყალსადენის სამუშაოები საკორინთლო - ახალშენას მიმართულებით გზის სრულ მოასფალტებამდე დასრულდება", - აცხადებენ კასპის მერიაში.
აღნიშნული სამუშაოებს შპს "მშენებელი" ახორციელებს, პროექტის ღირებულება 260 000 ლარია.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, ასფალტის ფენის სისქე ორჯერ შეამცირეს. ნაცვლად 10 სმ სისქისა, ამჟამად, ასფალტი 5 სმ სისქისაა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ფენების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა მიიღო. სამუშაოებს გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის კომპანია "იბოლია" ასრულებს.
მერის მიერ შედგენილ წერილში წერია, რომ მიზანშეწონილად მიიჩნია, ორფენიანი(6სმX4სმ) საფარის ნაცვლად, ერთფენიანი საფარის (5 სმ) მოწყობა. გორის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში ამბობენ, რომ...
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132 - კმ135 მონაკვეთზე, დარიალის ხეობაში 2 კილომეტრამდე სიგრძის გვირაბის მშენებლობა დასრულდა.
1,7კმ-იანი სიგრძის ახალი გვირაბი, რომლის სავალი ნაწილის სიგანე 8.5მ-ია დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას აშენდა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი საკონტრაქტო ღირებულება 51 892 174.44 ლარია. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო და 2018 წლის აგვისტოში დასრულდა. პროექტის ფარგლებში დასაქმებული იყო 140 ადამიანი.
შუახევის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი სოფელი ტომაშეთი დაცლის პირასაა. მთას ძირითადად ახალგაზრდები ტოვებენ, რომლებსაც სოფელში დასაქმების შესაძლებლობა არ აქვთ და ვერ იღებენ განათლებას. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
პრობლემაა ინტერნეტის არარსებობა, ბიბლიოთეკებისა და სადისკუსიო სივრცეების სიმცირეც. მხოლოდ წელს შუახევი 65-მა ადამიანმა დატოვა.
https://youtu.be/-vzLtIwWs7Y
გორის აგრარულ ბაზარს - "21-ე საუკუნეს" ახალი მეწილე ჰყავს. ამის შესახებ მასალები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა. 2018 წლის აგვისტოდან, გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის 19 წლის შვილიშვილი, ელენე მანჯგალაძე აგრარული ბაზრის აქციების საერთო რაოდენობის 17%-იანი წილის მფლობელი გახდა.
აღნიშნული ოდენობის აქციების ღირებულება, რამდენიმე ხნის წინ, 20 ათასი ლარი იყო, რადგან ერთ-ერთმა მეწილემ აღნიშნულ ბაზარში, იგივე რაოდენობის წილი, სწორედ, ამ...
თიანეთის მერის თამაზ მეჭიაურის მიერ განთავისუფლებული სამი პირის სარჩელზე პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ინფორმაციას იმედნიუსი ავრცელებს.
თიანეთის სასამართლომ გათავისუფლების თაობაზე მერის ბრძანება გააბათილა და საკითხის ხელახალი განხილვა იურიდიულ სამსახურს დაავალა. სამი ყოფილი თანამშრომელი სასამართლოსგან სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა.
თამაზ მეჭიაურის მიერ გათავისუფლებული თანამშრომლებმა კი მერიასთან გადაინაცვლეს და პასუხისმგებელი პირისგან განმარტებას ითხოვენ, თუმცა მერი შვებულებაშია.
თამაზ მეჭიაურმა ისინი...
ფოთში გზების ორმული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გზა-მშენებელი-13” ახორციელებს.
მერიის ცნობით, სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 99 ათას 474 ლარით ფინანსდება. ქუჩების ორმული შეკეთების სამუშაოები 31 ივლისს დაიწყო და სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე სამუშაოები სამეგრელოს მოედანზე, აკაკის, ბარათაშვილის, ზერაგიასა და წმინდა გიორგის ქუჩებზე განხორციელდა.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































