თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივები წყალს და გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. მათი თქმით, ორი წლის წინ წყლის ავზი გაკეთდა, თუმცა სოფელს წყალი გრაფიკით მიეწოდება, რომელიც უვარგისია როგორც სასმელად, ასევე საყოფაცხოვრებოდ გამოსაყენებლად. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
„რაც შეეხება გზას, საფარი დაზიანებულია და ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ. უნალექო ამინდის დროს კი უბანი მტვრით იფარება“, – განაცხადა აქციის მონაწილე მურთაზ აფრიდონიძემ.
აქციის მონაწილეებს იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე შეხვდა. მისი განცხადებით, თვის ბოლომდე დაიწყება სამუშაოები ადგილობრივების პრობლემების მოსაგვარებლად, აღნიშნულ საკითხს კი გუბერნატორი პირად კონტროლზე აიყვანს.