პროექტის მიხედვით, დასახლებაში ცენტრალური კოლექტორი გაკეთდება, რის შემდეგაც წყალარინების ქსელი ვარდისუბნისა და საზანოს ქუჩებზე მოეწყობა.
ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 903 172 ლარი დაიხარჯება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გზა“ განახორციელებს.
მუხიანი 2-ის დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2019 წელს დასრულდება.
“პირველ ეტაპზე მოეწყობა წყალარინების სისტემა. იგეგმება სანიაღვრეების მოწესრიგებაც. აქ მცხოვრებ მოქალაქეებს წყალი 24-საათიან რეჟიმში არ მიეწოდებათ. არსებობს კითხვები, თუ რატომ არ მიეწოდებათ წყალი, რადგან რამდენიმე წლის წინ ამ მიმართულებით სამუშაოები განხორციელდა. ჩვენ GWP-სთან კომუნიკაცია გვექნება და ამ პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებთ. ბოლო ეტაპი კი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იქნება”, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.