ადიგენში წელს 26 პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. მათ შორის 22 ადგილბორივი ბიუჯეტიდან, სამი რეგიონული განვითარების ფონდიდან, ერთი კი მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდანაა დაფინანსებული. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან პროექტებისთვის 468 514 ლარია გამოყოფილი, ცენტრალური ბიუჯეტიდან კი 3 140 840 ლარი იხარჯება.
განსახორციელებელი 26 პროექტიდან ცხრა სარწყავი და სასმელი წყლის ქსელის, ხუთი საავტომობილო გზის და სამი საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას გულისხმობს. დანარჩენი ცხრა...
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრის ექსპერტიზა დასრულდა. სამხარაულის ბიუროს დასკვნის მიხედვით, შენობის ფუნქციონირება სიცოცხლისთვის სახიფათოა და ის რეკონსტრუქციას საჭიროებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
თეატრის მმართველის თენგიზ ხუხიას თქმით, კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე, პირდაპირი შესყიდვის გზით, საჭირო ხარჯთააღრიცხვასთან ერთად მომზადდება პროექტი, სადაც გაიწერება, თუ როდის და რა მოცულობის სამუშაოები უნდა განხორციელდეს, რამდენ ხანს გასტანს რეკონსტრუქცია და როდის დასრულდება.
თეატრის მმართველის თქმით, დასს რეპეტიციებისთვის და სპექტაკლების...
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი, სავარაუდოდ, შეიცვლება. ჯერ კიდევ გუშინ გამოცემა "ლაივპრესი" ორ დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმნისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რაც გუშინ გვასალიამ არ დაადასტურა.
„მე ჩემს კაბინეტში ვარ და ჯერჯერობით ვმუშაობ. საუბარი იყო ჩემს გადაყვანაზე სხვაგან. ვფიქრობ ამაზე. შეიძლება გადავიდე, შეიძლება არ გადავიდე. შეიძლება დავრჩე, შეიძლება არ დავრჩე. ხვალ გაიგებთ ყველაფერს“, - განაცხადა...
მესტიის მერიის ა(ა)იპ-ის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის გეგი ფალიანის განცხადებით, 11 თანამშრომლის გათავისუფლება რეორგანიზაციის მიზეზით მოხდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
„ვინაიდან სამი ა(ა)იპი გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ერთი, მოხდა თანამშრომლების გათავისუფლება. ეს იყო გაბერილი შტატები, გამოთავისუფლებული თანხები მიზნობრივად გადანაწილდა, მოემატა ხელფასები ისეთ სახელოვან თანამშრომლებს როგორიც არიან "რიჰოს“ ჯგუფის წევრები. მათ მთელი ევროპა იცნობს და 150 ლარიანი ხელფასები ჰქონდათ. მხოლოდ ეს იყო თანამშრომლების...
თელავის ტექნოპარკი ოქტომბერში გაიხსნება. ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე განმარტავს, რომ ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა გამოიყენონ სერვისები და განავითარონ თავიანთი იდეები. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
“ტექნოპარკი აუცილებლად ოქტომბერში გაიხსნება. დღეს მოვინახულე მშენებლობა, სადაც ძალიან აქტიურად მუშაობენ და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე თელაველ და მთელი კახეთის ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა გამოიყენონ სერვისები და განავითარონ თავიანთი იდეები“ – აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
ინოვაციური ჰაბის...
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტის ინფორმაციით, შენობების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. მერი მირველაშვილის თქმით, სკოლები თანამედროვე ტანდარტების შესაბამისად გარემონტდა და აღიჭურვა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
“ამ სკოლებს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, მოეწყო კაბინეტები და ლაბორატორიები. შენობებში სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულდა. ამ ეტაპზე აღნიშნულ სამ საჯარო სკოლაში ეზოების მოპირკეთება მიმდინარეობს. დაშენება-მიშენების პროექტი არ ყოფილა გათვალისწინებული. რეაბილიტირებული სკოლები თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება”, – განაცხადა მერი მირველაშვილმა.
სკოლების...
პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება.
"ცენტრის შექმნის მიზნით, სახელმწიფო უსასყიდლოდ გადასცემს მთავარანგელოზ გაბრიელის და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდს მიწის ნაკვეთს, სადაც სკოლა აშენდება. ცენტრი 230 ბენეფიციარზე იქნება გათვლილი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
სარეაბილიტაციო ცენტრის აშენებაზე დღეს მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ.
"ევროპულმა საქართველომ" ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის დარეგისტრირებისათვის განცხადებით მიმართა. ფრაქციის თავმჯდომარე ირინა გელაშვილი, ხოლო მისი მოადგილე ეკა ტატალაშვილი იქნებიან. რიგით წევრად კი ემანუელ პოზოიანი დარჩება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხის საკრებულოში "ევროპულ საქართველოს" ფრაქცია მას შემდეგ დაეშალა, რაც ფრაქციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძეს საკრებულომ უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყვიტა. მიზეზი ავარიის გამო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია.
ზუგდიდის სკოლამდელ დაწესებულებებში სასწავლო წელი 17 სექტემბერს დაიწყება. თუმცა, სარემონტო სამუშაოების გამო, ზუგდიდის მე-9 და სოფელ ურთის საბავშვო ბაღში სასწავლო წლის დაწყება გადაიდო. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
"სარემონტო სამუშაოები ზუგდიდის მე-6, მე-7, მე-9, მე-11, ასევე, სოფლების ურთისა და გრიგოლიშის საბავშვო ბაღებში მიმდინარეობს, მაგრამ რამდენიმე ბაღში შესაძლებელია სასწავლო პროცესის პარალელურად სარემონტო სამუშაოების ჩატარება, მხოლოდ ქალაქის მეცხრე და ურთის ბაღებში ეს ვერ მოხერხდება“,...
წინა სტატია
ალბათ, გახსოვთ, ცოტა ხნის წინ აჭარის მაღალმთიანეთის სოფლებზე გიყვებოდით, სოფლებზე, რომლებშიც პრობლემა ბევრია, თუმცა, მათ მოსაგვარებლად ვერავინ იცლიდა. სწორედ ამიტომაც, საკუთარი საჭიროებების მოსაწესრიგებლად, არასამთავრობო ორგანიზაციის - "მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის" მხარდაჭერით, მოსახლეობამ ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო: სათემო შეკრებები ჩაატარა, უმთავრესი პრობლემები გამოკვეთა, ამ პრობლემების მოსაგვარებლად ხელმოწერები შეაგროვა, საინიციატივო ჯგუფი შექმნა და ადგილობრივ ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის მიმართა.
უკვე ორ...
„ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმეზე ზუგდიდის მერი გამოკითხეს. ინფორმაცია „ლაივპრესს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. მათივე თქმით, შესწავლა ამ დრომდე გრძელდება.
უცნობია რა კითხვები დაუსვეს და რა სახის ინფორმაცია მიაწოდა სუს-ს ლაშა გოგიამ. ზუგდიდის მერი სამსახურეობრივი მივლინებით პრაღაში იმყოფება. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში კი აცხადებენ, რომ მერი კვირის ბოლოსთვის ზუგდიდში იქნება.
„ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმიანობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს. მათი ინფორმაციით, ანტიკორუფციულმა...
12 ავტოფარეხის დემონტაჟი ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის ადგილობრივი მცხოვრებლების ინიციატივით, N172-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ განხორციელდა.
გამგეობა აღნიშნულ მისამართზე ინფრასტრუქტურას აწესრიგებს და საჯარო სკოლასთან მისასვლელ 120 მეტრი სიგრძის საფეხმავლო ბილიკს აწყობს. ასევე, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია 1 300 მ2 ფართობზე ასფალტის საფარის დაგება, რომლისთვისაც მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო.
გამგეობის ცნობით, პროექტის განხორციელების შედეგად, N172-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება და...
მთაწმინდის რაიონში, კოჯორში, ერისთავის I და II შესახვევში, ქვაფენილის ახალი გზა ეწყობა.
გამგეობის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე ამ დროისთვის ბაზალტის ქვაფენილი იგება, რომელიც სავალი ნაწილის 1 500 კვ.მ ფართობს მოიცავს. ამასთან, გზის მშენებლობის ფარგლებში, უკვე მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები.
როგორც გამგეობასი აცხადებენ, საგზაო სამუშაოების დასრულებისთანავე ქუჩაზე 416 გრძივი მეტრი სანიაღვრე სისტემა და 370 გრძივი მეტრი წყალარინების ახალი ქსელები იფუნქციონირებს.
"ერისთავის I და II შესახვევში...
ბათუმის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. საბჭოს გადაწყვეტილებით, სათათბირო ორგანოს კახაბერ გუჩმანიძე უხელმძღვანელებს. ამჟამად გუჩმანიძე აჭარის რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაცია CENN- ის კოორდინატორია.
მერიის ცნობით, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე საბჭოს დამსწრე წევრებმა ღია კენჭისყრის წესით აირჩიეს. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი ეყოლება, რომელსაც მორიგ სხდომაზე აირჩევენ.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, ახალი შემადგენლობით...
კრწანისის რაიონში გრიშაშვილის ქუჩა N51-ის მიმდებარედ, სკვერის მოწყობა დაიწყო.
გამგეობის ცნობით, ახალი სკვერი 1000 კვ.მ ფართობზე განთავსდება და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება. პროექტის ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ტერასის ხიდი ლითონის მოაჯირით, საყრდენი კედლები, კიბისა და გზისპირა მოაჯირი, წყლის შადრევანი და გარეგანათების ქსელი. ამასთან, სკვერი სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარით გამწვანდება და რულონური გაზონი მოეწყობა. ასევე, დამონტაჟდება საპარკე სკამები, ლითონის კონსტრუქციები კი შეიღებება და...
დიდუბის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების მიხედვით, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
გამგეობის ცნობით, ბაგრატიონის ქუჩის N5-ის მეორე ბლოკსა და ხოშარაულის ქუჩის N25-ში, ლიფტების რეაბილიტაცია განხორციელდა. სამტრედიის ქუჩის N2-ში სართულშუა ნაპრალების ამოვსების სამუშაოები ჩატარდა, ხოლო მირცხულავას ქუჩის N6-სა და წერეთლის გამზირის მე-7 კორპუსში შიდა წყალგაყვანილობა მოწესრიგდა. ამასთან, საცხოვრებელი კორპუსის სახურავის გადახურვის სამუშაოები დასრულდა დიღმის მასივის მე-3 კვარტლის 26-ე კორპუსში.
"ამ ეტაპზე, მოსახლეობის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































