დიდუბის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

639

დიდუბის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების მიხედვით, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

გამგეობის ცნობით, ბაგრატიონის ქუჩის N5-ის მეორე ბლოკსა და ხოშარაულის ქუჩის N25-ში, ლიფტების რეაბილიტაცია განხორციელდა. სამტრედიის ქუჩის N2-ში სართულშუა ნაპრალების ამოვსების სამუშაოები ჩატარდა, ხოლო მირცხულავას ქუჩის N6-სა და წერეთლის გამზირის მე-7 კორპუსში შიდა წყალგაყვანილობა მოწესრიგდა. ამასთან, საცხოვრებელი კორპუსის სახურავის გადახურვის სამუშაოები დასრულდა დიღმის მასივის მე-3 კვარტლის 26-ე კორპუსში.

“ამ ეტაპზე, მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ხუთ მისამართზე მიმდინარეობს. მათ შორის, დიღმის მასივის მე-6 კვარტლის მე-15 კორპუსში საერთო სარგებლობის კიბეების აღდგენა მიმდინარეობს, ფიფიების ქუჩის N21-ში ქანობიანი სახურავის შეკეთების სამუშაოები ხორციელდება, ხოლო წერეთლის გამზირის N49/51-ში სადარბაზოების შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება. ასევე, წყალარინების შიდა ქსელები იცვლება დიღმის მასივის მე-6 კვარტლის 23-ე კორპუსსა და ფოთის ქუჩის N41-ში”, – აცხადებენ გამგეობაში.

აღნიშნულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ახორციელებენ. მათი საერთო ღირებულება 208 399 ლარს შეადგენს.