ბახტაძე: თბილისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

698

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა, რომ თბილისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება.

“ცენტრის შექმნის მიზნით, სახელმწიფო უსასყიდლოდ გადასცემს მთავარანგელოზ გაბრიელის და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდს მიწის ნაკვეთს, სადაც სკოლა აშენდება. ცენტრი 230 ბენეფიციარზე იქნება გათვლილი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სარეაბილიტაციო ცენტრის აშენებაზე დღეს მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ.