კრწანისის რაიონში გრიშაშვილის ქუჩა N51-ის მიმდებარედ, სკვერის მოწყობა დაიწყო.
გამგეობის ცნობით, ახალი სკვერი 1000 კვ.მ ფართობზე განთავსდება და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება. პროექტის ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ტერასის ხიდი ლითონის მოაჯირით, საყრდენი კედლები, კიბისა და გზისპირა მოაჯირი, წყლის შადრევანი და გარეგანათების ქსელი. ამასთან, სკვერი სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარით გამწვანდება და რულონური გაზონი მოეწყობა. ასევე, დამონტაჟდება საპარკე სკამები, ლითონის კონსტრუქციები კი შეიღებება და ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება.
“სკვერის მოწყობის სამუშაოების ფარგლებში, ამ ეტაპზე, გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა მიმდინარეობს. სკვერის მოწყობისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 210 000 ლარია გამოყოფილი. კრწანისის მოსახლეობას სკვერით სარგებლობა ოქტომბრის ბოლოდან შეეძლება”, – აცხადებენ გამგეობაში.