ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობაზე კონტროლის გამკაცრება იგეგმება. ამ მიზნით, კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია, რომლის ავტორებიც პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, გოგა გულორდავა და კობა ლურსმანაშვილი არიან. ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს.
კერძოდ, საუბარია, ტრანსპორტში მგზავრების უბილეთო მგზავრობაზე, ასევე, ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანაზე კონტროლის გამკაცრებაზე.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, გამომდინარე იქიდან რომ საჯარიმო ქვითრის შედგენა ხდებოდა ხელით, დიდი იყო ალბათობა რომ არასწორი...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციებს მართავს. მათი თქმით, ხელისუფლებამ ირანელ ინვესტორს 3 500 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ისე მიჰყიდა, რომ არ გაითვალისწინა მოსახლეობის ინტერესი ცხვრების გადასარეკ ტრასასთან დაკავშირებით. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
"ამ გადასარეკ ტრასას დაახლოებით საქართველოში არსებული ცხვრების 80% იყენებს, აქედან გადაგვყავს ცხვრები ბარში. ხელისუფლებამ ისე მიჰყიდა ეს მიწა სხვას, რომ ცხვრების გადასარეკი ტრასა არ გახსენებია“, –...
ახალქალაქში სოფელ კუმურდოს საჯარო სკოლის მოსწავლეები აცხადებენ, რომ დირექტორი კლასების დალაგებას აიძულებთ. ვითარებას განათლების სამინისტროს აუდიტი სწავლობს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო „ჯეინიუსის“ ცნობით, მოსწავლეები სკოლის დირექტორის გადაყენებას ითხოვენ. მათი პროტესტის გამო კი 24 სექტემბერს სასწავლო პროცესი ჩაიშალა.
"მოსწავლეებს დაავალა, რომ თავიანთი კლასი დაელაგებინათ. ეს საკითხი მშობლებმა გააპროტესტეს. ორი დამლაგებელი იყო, ნახევარს ბავშვები ალაგებენ, ნახევარს დამლაგებლები. ამბობდა ბიუჯეტში ფული მეტი არ...
ქვემო ფონიჭალაში მოსახლეობა ავტობანის მშენებლობას აპროტესტებს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
აქციის მონაწილეები სამშენებლო ტერიტორიის შესასვლელთან არიან შეკრებილი და ამბობენ, რომ ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საცხოვრებელი სახლები ავარიულ მდგომარეობაშია და მიმდინარე სამუშაოები მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ამის გამო, ისინი გასახლებასა და ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
აქცია ქვემო ფონიჭალაში 25 სექტემბერსაც გაიმართა.
დაბა ქედაში ქუჩები დამისამართდა თითქმის დასრულდა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ საცხოვრებელი სახლები ჯერ აღირიცხა, შემდეგ კი სპეციალური ბანერები განთავსა. ქუჩების დამისამართება მოსახლეობის პეტიციის საფუძველზე მოხდა. აბრების დამზადება მონტაჟისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 500 ლარი დაიხარჯა. დაბა ქედაში სულ 15 ქუჩაა.
https://www.youtube.com/watch?v=eIh27I0M2_8
როდის დაიწყება ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში, ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა, ჯერ ისევ უცნობია. ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მეორე ეტაპზე ერთმანეთს კონკურენციას პოლონური და თურქული კომპანია უწევს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
"ამ დროისათვის შეფასების პროცესი მიმდინარეობს, რაც გულისხმობს იმას, რომ კომპნიების მონაცემი გაგზავნილია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ცენტრალურ ფილიალში და მათგან ველოდებით გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება დაიდება“ -...
წინა სტატია
ქუთაისში თეთრი ხიდის რეაბილიტაციის დასრულების ვადამ მესამედ გადაიწია. ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, ბექა ყურაშვილი ამბობს, რომ სავარაუდოდ, სამუშაოები ოქტომბრის შუა რიცხვებში დასრულდება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
"არ მინდა მოსახლეობა შევიყვანოთ შეცდომაში. ჩემი ვარაუდით, ოქტომბრის შუა რიცხვებში დასრულდება სამუშაოები. მაქსიმალურად ვცდილობთ, მოკლე დროში დავასრულოთ რეაბილიტაცია და დამთავრდეს ამაზე სუაბარიც. კომპანიაც არის ამით დაინტერესებული, რადგან ყოველ გადაცილებულ დღეზე ჯარიმა ერიცხება",...
5 ათასამდე სკოლის პედაგოგს სტატუსი შეეცვალათ. 3 512 უფროსი მასწავლებელი, 172 წამყვანი, ხოლო 19 მენტორი გახდა. ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს.
როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარების დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი აცხადებს, ჯერ სტატუსის მინიჭების პროცესი არ დასრულებულა და სტატუსის ამაღლების შესაბამისად, პედაგოგებს ანაზღაურება 15 სექტემბრიდან გაეზრდებათ.
"სექტემბერში წარმოდგენილია 1 100 წინადადება, რომელიც ასევე დაემატება სტატუსების ცვლილებას. ამ რიცხვს ასევე დაემატება იმ პედაგოგთა რაოდენობა, რომლებმაც წარმატებით გადალახეს...
გლდანის რაიონში, ვასაძის ქუჩაზე, "ახმეტელის თეატრის“ წინ, სკვერი მოეწყო. გამგეობის ცნობით, ადგილობრივი მცხოვრებლები ავტოსადგომის ნაცვლად, ამიერიდან რეკრეაციული სივრცით ისარგებლებენ.
გამგეობის ინფორმცაიით, სამუშაოების ფარგლებში, 2 000 კვ.მ ფართობზე, სკვერისთვის საჭირო ინვენტარი განთავსდა. ასევე, მოეწყო მოსასვენებელი პავილიონები და გრანიტისა და მარმარილოს ფილებით მოპირკეთდა საფეხმავლო ბილიკები.
სკვერის მოწყობის სამუშაოებზე, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "გრინსერვისი+ მა“ შეასრულა, 174 266 ლარი დაიხარჯა.
"გლდანის რაიონის გამგეობამ რეაბილიტაცია კიდევ...
წინა სტატია
თბილისის მერმა კახა კალაძემ ტაქსების ფერის ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს ქალაქში ტაქსების რაოდენობას არ შეამცირებს. მისი თქმით, ხაზი უნდა გაესვას იმ ბენეფიტებს, რომლითაც ტაქსის მძღოლები ლიცენზიის აღების შემთხვევაში ისარგებლებენ. როგორც კალაძე აცხადებს, ტაქსების შეღებვასთან დაკავშირებით მერიას ძალიან საინტერესო გეგმა აქვს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
"თქვენ იცით, რომ რეფორმა რამდენიმე ეტაპიანია, რომელიც ჩვენ მიერ ხორციელდება და რომელიც ჩვენ დავაანონსეთ. ფერს...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ჭიათურის მერმა, პაატა ნადირაძემ თანამდებობა დატოვა.
ნადირაძე გადადგომის კონკრეტულ მიზეზებზე ამ დროისთვის არ საუბრობს და აცხადებს, რომ მიზეზებთან დაკავშირებით განცხადებას მომავალში გააკეთებს.
პაატა ნადირაძე ჭიათურის მერი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა, მანამდე ის იმერეთის პირველი ვიცე-გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.
ინფორმაცია, რომ ნადირაძე თანამდებობას დატოვებდა, droa.ge-მ ჯერ კიდევ ივლისში მოიპოვა და გამოაქვეყნა, მაშინ, როცა ახალმა პრემიერმა ბახტაძემ გუბერნატორები გადააყენა. სამხარეო...
წინა სტატია
ხონის მუნიციპალიტეტის თაღლითობაში მსჯავრდებულმა მაღალჩინოსნებმა თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია ხონის მერიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
თანამდებობა დატოვა 6 პირმა, მათ შორის, მერის პირველმა მოადგილემ, გელა ჩოგოვაძემ და მერიის კიდევ სამმა თანამშრომელმა, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარემ, ზაზა რუხაძემ და საკრებულოს კიდევ ერთმა თანამშრომელმა.
"ხონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის გელა ჩოგოვაძის, საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის ზაზა რუხაძისა და მერიისა და...
ჰოლივუდის მსახიობს, სტივენ სიგალს, რომელსაც ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა და სამუშაოდ საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გაამწესა, პრიმორსკის ოლქის გუბერნატორობა სურს.
ამის შესახებ მან ვლადივოსტოკში მიმდინარე საერთაშორისო კონოფესტივალზე მაყურებლებთან შეხვედრისას თქვა.
შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ სიგალს ჰკითხა, მოინდომებდა თუ არა ის პრიმორსკის ოლქის გუბერნატორობას, მით უფრო, რომ ჯერჯერობით, ამ ოლქს გუბერნატორი არ ჰყავს. მსახიობმა კი მას უპასუხა: "მე ჩამოვედი სპეციალურად კინოფესტივალზე. გარდა ამისა,...
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციამ ზუგდიდის მერიას მაღალი გამავლობის ავტომანქანის გადმოცემის თხოვნით მიმართა. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის განმარტებით, ამ სატრანსპორტო საშუალებით ერთ-ერთმა მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა უნდა ისარგებლოს, რადგან ის რეგიონის მთიან მხარეს, ზემო სვანეთს კურირებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
"გამომდინარე აქედან, საჭიროა მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რისი რესურსიც გუბერნატორის ადმინისტრაციას არ გააჩნია. მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გადმოცემის სამართლებრივი პროცედურები, რომლითაც ისარგებლებს გუბერნატორის...
დიდუბის რაიონში ნოდარ ბოხუას ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, კონტრაქტორმა კომპანიამ ასფალტის დაზიანებული საფარი მოხსნა და ტროტუარისა და ბორდიურის დემონტაჟი განახორციელა.
ამასთან, აღნიშნულ მისამართზე 4 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის პირველი ფენა უკვე დაიგო, მოეწყო ბორდიური, ხოლო ტროტუარზე ასფალტის საფარის დასაგებად, მოსამზადებელი სამუშაოები შესრულდა.
როგორც დიდუბის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "გზამშენი 7“ აწარმოებს. აღნიშნული პროექტის ბოლო ეტაპის...
ვაკის რაიონში ბილფელდის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გამგეობის ცნობით, ბილფელდის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გარფლებში, უკვე განახლდა ბორდიური, ახლა კი, გზის საფუძველი ეწყობა.
ასევე, საგზაო სამუშაოების ფარგლებში, აშენდა გრუნტის დამჭერი კედელი. პროექტის მეორე ეტაპზე კი ბილფელდის ქუჩაზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 3 000-მდე კვ.მ ფართობის გზა მოწესრიგდება.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































