უცნობია, როდის აშენდება ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყრელი

1202

როდის დაიწყება ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში, ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა, ჯერ ისევ უცნობია. ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მეორე ეტაპზე ერთმანეთს კონკურენციას  პოლონური და თურქული კომპანია უწევს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

“ამ დროისათვის შეფასების პროცესი მიმდინარეობს, რაც გულისხმობს იმას, რომ კომპნიების მონაცემი გაგზავნილია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ცენტრალურ ფილიალში და მათგან ველოდებით გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება დაიდება“ – აცხადებენ კომპანია “ჰიგიენა 2009-ში”.

კონტრაქტის მიხედვით, კომპანია ვალდებულია სამუშაეობის დაწყებიდან 18 თვეში ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის მოწყობა დაასრულოს. მას შემდეგ კი, რაც ნარჩენების სეპარირება ახალ ნაგავსაყრელეზე მოხდება, პარალელურ რეჟიმში დაგეგმილია ადლიის ნაგავსაყრელის დახურვაც. რა მეთოდებით მოხდება მისი დაფარვა, უცნობია, რადგან როგორც “ჰიგიენა 20090-ში“ განმარტეს, საჭიროა ტერიტორიის შესწავლა.

ცეცხლაურში, ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის,  7 მილიონი ევროა გათვალისწინებული. მათ შორის, 3 მილიონი ევრო ევროპის  რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხია, 4 მილიონი კი შვედეთის სახელმწიფო საერთაშორისო ფონდის გრანტი.

ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში ნაგავსაყრელის მშენებლობა ადგილობრივებმა რამდენჯერმე გააპროტესტეს და კომპენსაციის გაზრდას მოითხოვდნენ, თუმცა როგორც ირკვევა, მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.  კომპანიაში აცხადებენ, რომ მშნებლობისთვის იქ მცხოვრები  152 ოჯახისთვის უკევ გაიცა თანხა, რამაც საერთო ჯამში დაახლოებით  2 მილიონ 500 ათასი ლარი შეადგინა

ცეცხლაურში ახალია ნაგავსაყრელი 27 ჰექტარზე მოეწყობა.