ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაქვში, გოგოლიშვილის ქუჩის მცხოვრებლები საკანალიზაციო სისტემის მოწყობას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ იტბორება სარდაფები, რის გამოც  მძაფრი სუნი აწუხებთ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ქუჩის მცხოვრებლებს პარტია ,,ევროპული საქართველო’’-ს წარმომადგენლები შეხვდნენ და შესაბამის უწყებასთან შუამდგომლობას დაპირდნენ. აღნიშნულ საკითხზე ბათუმის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ამბობენ, რომ  ტექნიკური დოკუმენტები უკვე მომზადებულია და ახლა ფინანსების მოზიდვაზე ზრუნავენ. https://www.youtube.com/watch?v=4BJKxRmnez8&feature=youtu.be
წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტში 600 ბავშვი სკოლამდელი აღზრდის გარეშე დარჩა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ამასთან, სკოლამდელი დაწესებულება საერთოდ არ აქვთ სოფელ ბუკნარში, სადაც 280 ოჯახი ცხოვრობს. სოფელ გვარაში კი ერთი ბაღია, რომელიც, როგორც ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, საჭირო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. გამოყოფენ თუ არა მომავალი წლის ბიუჯეტში თანხებს ბაღების ასაშენებლად, ქობულეთის მერიაში ზუსტი პასუხი არ აქვთ. https://youtu.be/2-wHuzTAvls
წინა სტატია ჭიათურის მერიაში მერის პაატა ნადირაძისა და ადმინისტრაციული და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსების შემდეგ პოსტი კიდევ ორმა თანამშრომელმა დატოვა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება იურიდიული განყოფილების უფროსმა, დავით სალაძემ და მერის მრჩეველმა, ნოდარ ჩაჩანიძემ დაწერეს. გავრცელებულ ინფორმაციას პოსტის დატოვების შეასხებ არ ადასტურებს მერის პირველი მოადგილე, გივი მოდებაძე, რომელიც ამჟამად მერის მოვალეობას ასრულებს. როგორც გივი მოდებაძე ამბობს, მერიაში სამუშაო პროცესი...
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის თქმით, სკოლის გამოსაშვები გამოცდები (CAT), შესაძლოა, 4-მდე შემცირდეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. ჯაშის თქმით, შესაძლოა, გამოიყენონ ევროპული ქვეყნების გამოცდილება, სადაც გამოცდები ოთხ ძირითად საგანში ბარდება - მშობლიურ ენაში, მათემატიკაში, უცხო ენასა და ერთ არჩევით საგანში. "მიხეილ ბატიაშვილმა დააანონსა გადაწყვეტილება, რომ 2020 წლისთვის რადიკალურად შეიცვლება საატესტატო სისტემა. რაც შეეხება საგამოცდო ტესტების გართულებას 2019 წელს, ეს გამორიცხულია....
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან ერთად, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენლებს შეხვდა. მერიის ცნობით, თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა დედაქალაქში განსახორციელებელ მასშტაბურ პროექტებსა და სამომავლოდ, კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. კახა კალაძემ დელეგაციის წევრებს მუნიციპალური პროექტები გააცნო, რომელთა შორის ყველაზე პრიორიტეტულად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკის განახლება დაასახელა. მისი თქმით, პროექტების განხორციელების პროცესში ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და ევროპის საინვესტიციო ბანკის...
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში თემაზე - "სტრატეგიული დადეგმარება და ინფრასტრუქტურის როლი" ტრენინგ-სემინარი გაიმართა. მერიის ცნობით, ტრენინგი რეგიონალური და მუნიციპალური განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაცია "ეპტისას“ წარმომადგენელმა ჩაატარეს. "აღნიშნული პროექტი მუნიციპალიტეტების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარებასა და ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად", - აცხადებენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში. პროექტი დაფინანსებულია მსოფლიო ბანკისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ. სემინარს...
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში, მალთაყვის უბნის განაშენიანების რეგულირების გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. მერიის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №632 განკარგულების შესაბამისად, ფოთში მალთაყვის უბნის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით ეკონომიკის სამინისტრომ საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა, სადაც გამარჯვებულად შპს "ურბანიკა“ გამოვლინდა. მალთაყვის სარეკრეაციო ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა ნინო გვენცაძემ და შპს „ურბანიკას“ დირექტორმა ირაკლი მურღულიამ წარმოადგინეს. "პროექტში...
წინა სტატია მერის შემდეგ ჭიათურის მერიაში პოსტებს სამსახურის უფროსები ტოვებენ. "ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, თანამდებობა ადმინისტრაციული და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსებმა დატოვეს. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური უფროსი, მიხეილ ლეჟავა გამოცემასთან საუბარში ინფორმაციას ადასტურებს და  ამბობს, რომ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება პაატა ნადირაძის გადადგომის გამო მიიღო. ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ თანამდებობა 27 სექტემბერს დატოვა. პოსტიდან წასვლის მიზეზად ნადირაძემ მის წინააღმდეგ სხვადასხვა უწყების მიერ...
საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირის N29 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1 600 კვადრატული მეტრის ფართობზე არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. გემგეობის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, სკვერში ორი საბავშვო მოედანი და სხვადასხვა ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. ამასთან, სკვერი აღიჭურვა სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურითაც. სკვერის მოწყობის სამუშაოები, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 91 824 ლარი გამოიყო, კომპანია :გრინსერვის+ მა“ განახორციელა. ამასთან,...
კრწანისის რაიონში, გორგასალის ქუჩის N111-ში, N1 და N4 კორპუსების მიმდებარედ, გრუნტის დამჭერი ორი კედელი ეწყობა. გამგეობის ცნობით, აღნიშნულ მისამართებზე გრუნტის ჩამოშლის საშიშროება არსებობდა, რის გამოც, რაიონის გამგეობამ საყრდენი კედლის მშენებლობა დაიწყო. N4 კორპუსის მიმდებარედ, 47 მეტრი სიგრძისა და ოთხი მეტრი სიმაღლის დამჭერი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. N1 კორპუსის მიმდებარედ კი, 56 მეტრი სიგრძისა და ექვსი მეტრი სიმაღლის კედელი ეწყობა. როგორც გამგეობაში აცხადებენ, ...
წინა სტატია ჭიათურის უკვე ყოფილი მერი პაატა ნადირაძე facebook-ის პირად გვერდზე იმ მიზეზებს განმარტავს, რომლის გამოც მან თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ნადირაძე აცხადებს, რომ მას მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატთან პარლამენტში, სულხან მახათაძესთან, საკრებულოს გარკვეულ წევრებთან, პოლიციის უფროსთან და, როგორც თავად ამბობს, სხვადასხვა ძალისმიერ სტრუქტურებთან დაპირისპირება ჰქონდა. მისი თქმით, ამ ადამიანებს მისი საქმიანობის გაკონტროლება სურდათ და, რომ ვერ აღწევდნენ, პრობლემებს უქმნიდნენ. როგორც წერილიდან...
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა,  ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ „ქუთაისის წყალარინების პროექტი“-ს დასაფინანსებლად  ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ქუთაისის თანამედროვე წყალარინების სისტემის მოწყობის მასშტაბური პროექტის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოების დასაფინანსებლად, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ უკვე გამოყოფილია 100 მილიონი ევრო. სამინისტროს ცნობით, პროექტი ქუთაისის წყალარინების სისტემის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ითვალისიწნებს:...
წინა სტატია გორის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე, 7-სართულიანი მრავალფუნქციური კორპუსი აშენდება. ამის შესახებ ნებართვა გორის მერიამ გასცა.  ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. კორპუსის საძირკველი უნივერსიტეტის პირველი კორპუსის გვერდით უკვე გაიჭრა. აღნიშნულ ქუჩაზე ყველაზე მაღალი შენობა მხოლოდ უნივერსიტეტის შენობაა. მშენებლობის ნებართვების გაცემის სამართლიანობის შესახებ, ჟურნალისტებმა საკითხი შიდა ქართლის გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან დააყენეს. "ეს ერთადერთი ქუჩაა ქალაქის ცენტრში, რომელიც თავისი სილამაზით გამორჩეულია. ამ დროს აქ...
დიდაჭარის ქუჩა სრულად, ფანასკერტელ ციციშვილის ქუჩა კი ნაწილობრივ, შესაძლოა, ისევ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრებს დაუბრუნდეს. მუნიციპალიტეტში შექმნილმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა დოკუმენტზე მუშაობა უკვე დაასრულა და დასამტკიცებლად ხვალ საკრებულოს სხდომაზე წარადგენს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, ყველა მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს ადმინისტრაციული ცენტრი. ხელვაჩაური კი, ქვეყნის მასშტაბით ალბათ ერთადერთია, სადაც ეს წესი დარღვეულია. მუნიციპალიტეტის შენობაც კი, ქალაქის საზღვრებს  ეკუთვნის. სწორედ ეს...
წინა სტატია ჭიათურის მერის პაატა ნადირაძის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, მერის მოვალეობას პირველი მოადგილე გივი მოდებაძე შეასრულებს. მოდებაძის ინფორმაციით, პაატა ნადირაძემ საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით თავად მიმართა. მისი თქმით, რაიმე დაპირისპირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. ნადირაძე გადადგომის კონკრეტულ მიზეზებზე ამ დროისთვის არ საუბრობს და აცხადებს, რომ მიზეზებთან დაკავშირებით განცხადებას მომავალში გააკეთებს. პაატა ნადირაძე ჭიათურის მერი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა, მანამდე ის იმერეთის...
ჩუღურეთის რაიონში, აგარის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. გემგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 500 კვადრატული მეტრის ფართობზე რიყის ქვის დემონტაჟი განხორციელდა და ამ ეტაპზე, ბაზალტის ქვაფენილი ეწყობა. გამგეობის დაკვეთით, საგზაო სამუშაოებს კომპანია „გლობალ ჰაუსი“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 65 000 ლარია. "გზების მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა. ვცდილობთ, ყველა ქუჩა და ჩიხი მოვიცვათ, მათ შორის, ისეთი ადგილები, სადაც ათწლეულების განმავლობაში საგზაო სამუშაოები არ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ