მერიამ გორის ცენტრში 7 სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე ნებართვა გასცა

779

წინა სტატია

გორის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე, 7-სართულიანი მრავალფუნქციური კორპუსი აშენდება. ამის შესახებ ნებართვა გორის მერიამ გასცა.  ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

კორპუსის საძირკველი უნივერსიტეტის პირველი კორპუსის გვერდით უკვე გაიჭრა. აღნიშნულ ქუჩაზე ყველაზე მაღალი შენობა მხოლოდ უნივერსიტეტის შენობაა.

მშენებლობის ნებართვების გაცემის სამართლიანობის შესახებ, ჟურნალისტებმა საკითხი შიდა ქართლის გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან დააყენეს.

“ეს ერთადერთი ქუჩაა ქალაქის ცენტრში, რომელიც თავისი სილამაზით გამორჩეულია. ამ დროს აქ უშველებელი ბეტონის კონსტრუქციები უნდა ჩაიდგას. დაინტერესდით, ვინ გასცა ამის ნებართავა?” – განუცხადეს გუბერნატორს.

გუბერნატორმა ფაქტზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ ქალაქის განაშენიანებისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაზე მერია უკვე მუშაობს. დოკუმენტი მზად 2019 წლის ბოლოს იქნება.

“მანამდე მოსწრებაზე იქნებიან” – აღნიშნეს შეხვედრაზე.

მართლაც, ქალაქის განაშენიანების გეგმის დასრულებამდე ქალაქის ცენტრში უკვე რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსი აშენდა, მათ შორის, ერთ-ერთი ამჟამინდელმა პარლამენტარმა იოსებ მაკრახიძემ ააშენა. მაკრახიძის ოჯახის კომპანია კიდევ ერთ კორპუსს აშენებს.