წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტში 600 ბავშვი სკოლამდელი აღზრდის გარეშე დარჩა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ამასთან, სკოლამდელი დაწესებულება საერთოდ არ აქვთ სოფელ ბუკნარში, სადაც 280 ოჯახი ცხოვრობს. სოფელ გვარაში კი ერთი ბაღია, რომელიც, როგორც ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, საჭირო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.
გამოყოფენ თუ არა მომავალი წლის ბიუჯეტში თანხებს ბაღების ასაშენებლად, ქობულეთის მერიაში ზუსტი პასუხი არ აქვთ.