ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში თემაზე – “სტრატეგიული დადეგმარება და ინფრასტრუქტურის როლი” ტრენინგ-სემინარი გაიმართა.
მერიის ცნობით, ტრენინგი რეგიონალური და მუნიციპალური განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაცია “ეპტისას“ წარმომადგენელმა ჩაატარეს.
“აღნიშნული პროექტი მუნიციპალიტეტების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარებასა და ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად”, – აცხადებენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში.
პროექტი დაფინანსებულია მსოფლიო ბანკისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ. სემინარს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.