საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირზე, სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

848

საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირის N29 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1 600 კვადრატული მეტრის ფართობზე არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

გემგეობის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, სკვერში ორი საბავშვო მოედანი და სხვადასხვა ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. ამასთან, სკვერი აღიჭურვა სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურითაც.

სკვერის მოწყობის სამუშაოები, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 91 824 ლარი გამოიყო, კომპანია :გრინსერვის+ მა“ განახორციელა. ამასთან, გამგეობის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე სპორტული მოედანი და ფიტნეს ზონაც მოეწყო.

“გარშემო ძალიან ბევრი საცხოვრებელი სახლია, რის გამოც, აღნიშნული სკვერის რეაბილიტაცია გადავწყვიტეთ. ვფიქრობ, ძალიან ლამაზი რეკრეაციული სივრცე გამოვიდა და რაც ყველაზე მთავარია, მოსახლეობა კმაყოფილია. ჩვენი მიზანია, ქალაქში რაც შეიძლება მეტი, არა მარტო გამწვანებული, არამედ კომფორტული დასასვენებელი ადგილი არსებობდეს“, – განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ.