ჩაქვში საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობის გამო სარდაფები იტბორება (ვიდეო)

619

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაქვში, გოგოლიშვილის ქუჩის მცხოვრებლები საკანალიზაციო სისტემის მოწყობას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ იტბორება სარდაფები, რის გამოც  მძაფრი სუნი აწუხებთ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ქუჩის მცხოვრებლებს პარტია ,,ევროპული საქართველო’’-ს წარმომადგენლები შეხვდნენ და შესაბამის უწყებასთან შუამდგომლობას დაპირდნენ.

აღნიშნულ საკითხზე ბათუმის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ამბობენ, რომ  ტექნიკური დოკუმენტები უკვე მომზადებულია და ახლა ფინანსების მოზიდვაზე ზრუნავენ.