ქალაქ სიღნაღში მრავალფუნქციური, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი აშენდება. მერიის ინფორმაციით,  კომპლექსი, რომელიც 2021 წელს დასრულდება, დახურულ საცურაო აუზს, სპორტულ მოედნებს, საკონფერენციო დარბაზს და სასტუმროს მოიცავს. მერიაში აღნისნავენ, რომ რეაბილიტაციის შემდეგ, ქალაქ სიღნაღს საერთაშორისო სტანდარტების მქონე პირველი სპორტული კომპლექსი ექნება სარეაბილიტაციო სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გოგილაშვილმა და მერის მოადგილემ, თეიმურაზ ბალარჯიშვილმა დაათვალიერეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში შიდა საუბნო გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოასფალტდება 645 მეტრის სიგრძის გზა და მოეწყობა სანიაღვრე არხი. როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ სამუშაობზე გამოცხადებულია ტენდერი და მიმდინარეობს შერჩევა/შეფასების ეტაპი. სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 207 ათასი ლარია.
კრწანისის რაიონში, ფონიჭალაში, ღოღობერიძის ქუჩის N3-დან N27-ის ჩათვლით არსებული მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე ასფალტის პირველი ფენა უკვე დაიგო, ამ ეტაპზე კი, 465 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც კრწანისის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, სამუშაოებს, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 234 600 ლარია გამოყოფილი, შპს "სკინჩი“ ასრულებს.
მუხიანში, ოთხ მისამართზე - მესამე მიკრორაიონის N18 და მე-2 მიკრორაიონის N5–N8–N11 კორპუსების მიმდებარედ, გლდანის რაიონის გამგეობამ საერთო სარგებლობის კიბეებსა და პანდუსებს მოწყობა-რეაბილიტაცია ჩაუტარა. გამგეობის ცნობით, სამუშაოები მათი დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 154 247 ლარი გამოიყო. დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესთან ერთად გაეცნო.
სტატიის გაგრძელება ახალციხეში, სოფელ კლდეში სარწყავი სისტემის რეაბილიტაციისთვის 1 300 000 ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა მოსახლეობა სარწყავი სისტემით ვერ სარგებლობს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. სოფელ კლდეში მცხოვრებმა გურამ წიქარიშვილმა წელს სიმინდი იმ იმედით დათესა, რომ ნაკვეთს მორწყავდა და ორმაგ მოსავალს მიიღებდა, თუმცა არ გაუმართლა. როგორც ამბობს, ახლადრეაბილიტირებულ სარწყავი წყლის სისტემამ, რომლის მშენებლობაც გასულ წელს დასრულდა, ვერ იმუშავა. "ორჯერ მეტ მოსავალს მივიღებდი წყალი...
წინა სტატია შემდეგი სტატია როგორც ცნობილია, ხელისუფლება გეგმავს, მუნიციპალიტეტებს გათანაბრებითი ტრანსფერი გაუუქმოს, საშემოსავლო გადასახადი სრულად ცენტრალურ ბიუჯეტში მიმართოს და ამ ორის ნაცვლად, ადგილობრივი თვითმმართველობები დღგ-დან მიღებული შემოსავლების 19%-ით დააფინანსოს. ბიუჯეტის პროექტში სწორედ ამ სისტემით არის დათვლილი, თუ ამ 19%-იდან რომელ მუნიციპალიტეტს რა ოდენობის პროცენტი და, შესაბამისად, თანხა შეხვდება. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ droa.ge-ს უთხრა, გაანგარიშებისას მოსახლეობის რაოდენობას დაეყრნენ, თუმცა, დაანგარიშებული...
ხელისუფლება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენაზე კვლავ უარს ამბობს. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საქართველოს მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს 2019 ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.  მომდევნო წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში აღნიშნული პროგრამა გათვალისწინებული ისევ არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სულ რაღაც სამი თვის წინ მისი აღდგენის შესახებ თავად განაცხადა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ხელისუფლებამ 2017 წელს სრულიად მოულოდნელად და ყოველგვარი განმარტების გარეშე...
შემდეგი სტატია საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს გათანაბრებითი ტრანსფერი აღარ მისცეს, საშემოსავლო გადასახადი სრულად ცენტრალურ ბიუჯეტში წაიღოს, ამის ნაცვლად კი თვითმმართველობებს დღგ-ს სახით მიღებული შემოსავლების 19% დაუტოვოს. ამის შესახებ მთავრობის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საბიუჯეტო კოდექსებში ინიცირებულ ცვლილებებში წერია. ამავე პრინციპითაა შედგენილი 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიც, რომელიც მთავრობამ პარლამენტს გუშინ წარუდგინა. როგორც ხელისუფლება აცხადებს, მუნიციპალიტეტების დაფინანსების სისტემის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება დეცენტრალიზაციის...
წინა სტატია შემდეგი სტატია როგორც ცნობილია, 28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან დღემდე პრეზიდენტობის კანდიდატებმა მოსახლეობას უკვე არაერთი დაპირება მისცეს, თუმცა, სამწუხაროდ, არც ერთი მათგანი საჯაროდ არ საუბრობს იმაზე, თუ რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებაზე, ეს მაშინ, როცა თვითმმართველობა მოქალაქეებთან ყველაზე ახლოს მყოფი ინსტიტუციაა და სწორედ მისი გაძლიერებაა მოქალაქეთა კეთილდღეობის გაზრდასთან პირდაპირ დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, droa.ge-მ გადაწყვიტა, გაეგო, თუ...
გორის სოფელ ფხვენისში საბავშვო ბაღი გაიხსნა. მერიის ინფორმაციით,  ამ ეტაპზე, ახლადგახსნილ სააღმზრდელო დაწესებულებაში 2 ჯგუფი ფუნქციონირებს და 50 ბავშვი ირიცხება. მერიაში აღნიშნავენ, რომ ფხვენისის საბავშვო ბაღი, რომელსაც რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ჩაუტარდა, მოუწესრიგებელი შენობის გამო 27 წელი არ ფუნქციონირებდა. გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილმა ბაღს საჩუქრად სათამაშოები გადასცა. "მიმაჩნია, რომ თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სკოლამდელი აღზრდისა...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით 1 მლრდ 965 მლნ ლარია გამოყოფილი, რაც 139 მლნ 800 ათასი ლარით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს. ეს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველად ვარიანტში წერია, რომელი მთავრობიდან პარლამენტში უკვე შევიდა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. ამ თანხიდან საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის - 1 მლრდ 377 მლნ 100 ათასი ლარია გაწერილი, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის...
წინა სტატია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ელბაქიძის დაღმართზე, რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება და ავტოტრანსპორტი მხოლოდ კოსტავას ქუჩაზე, ფილარმონიის მიმართულებით იმოძრავებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვა თბილისობის დასრულებამდე გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ თბილისობა 6-7 ოქტომბერს გაიმართება. ამასთან, მერიის გადაწყვეტილებით, თბილისობა სამომავლოდ ყოველი წლის ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას ჩატარდება. ასევე, ცნობილია ადგილები, სადაც თბილისობას გარევაჭობა დასაშვები იქნება.
ხულოში მერიის წინ მდებარე სკვერში დამონტაჟებული შადრევანი დღემდე უფუნქციოდაა დარჩენილი. 1940 -იან წლებში აშენებულ კონსტრუქციას რესტავრაცია ბოლოს 2011 წელს ჩაუტარდა. შადრევნის ფუნქციაც სწორედ მაშინ შეუთავსეს. მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში გადაწყვეტილებას შეცდომას უწოდებენ და აცხადებენ, რომ მასზე შადრევანის მოწყობა ტექნიკურად შეუძლებელი იყო.  ინფორმაციას TV25 ავრცელებს. 'დაგეგმილია დაბა ხულოს კეთილმოწყობა, რის ფარგლებშიც ვფიქობთ, რომ მის ნაცვლად სხვა კონსტრუქცია მოვაწყოთ. მწირი ფინასების გამო,...
შიდა ქართლის საიმიჯო კლიპი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტით გადაიღეს. საიმიჯო კლიპი ორ ენაზე - ქართულ და ინგლისურ ენებზე მომზადდა და გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებმა კლიპისთვის სულ 4 900 ლარი დახარჯეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს "სტუდია 13"-ის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ აღნიშნული კლიპი რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება. "პირველი კლიპი დაახლოებით 2.15 წუთიანია, მეორე უფრო მოკლეა", - აცხადებენ სტუდიის წარმომადგენლები. მათი განმარტებით, უფლება არა აქვთ კლიპის შინაარსზე...
დაბა ხულოში, 9 აპრილის ხეივანში, საბავშვო ატრაქციონების მოწყობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში ოთხი სახის ატრაქციონი, მონოლითური რკინა ბეტონის საყრდენი კედლები და კაუჩუკის საფარი მოეწყო. როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სამუშაოები ტენდერით გამოვლენილმა კომპანიამ შპს „ლიდერმა“ განახორციელა, ხოლო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 32 550 ლარი დაიხარჯა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა, ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსებთან ერთად, ევროკავშირის სატრანსპორტო პროექტის ცენტრის ექსპერტებს შეხვდა. მერიის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და დაგეგმარების საკითხებზე იმსჯელეს და ტექნიკური დეტალები განიხილეს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტი "ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება, უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით" პოლონეთის ინვესტიციების და ეკონიმიკის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ