თბილისობას საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

844

წინა სტატია

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ელბაქიძის დაღმართზე, რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება და ავტოტრანსპორტი მხოლოდ კოსტავას ქუჩაზე, ფილარმონიის მიმართულებით იმოძრავებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვა თბილისობის დასრულებამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ თბილისობა 6-7 ოქტომბერს გაიმართება. ამასთან, მერიის გადაწყვეტილებით, თბილისობა სამომავლოდ ყოველი წლის ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას ჩატარდება.

ასევე, ცნობილია ადგილები, სადაც თბილისობას გარევაჭობა დასაშვები იქნება.