შიდა ქართლის საიმიჯო კლიპი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტით გადაიღეს. საიმიჯო კლიპი ორ ენაზე – ქართულ და ინგლისურ ენებზე მომზადდა და გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებმა კლიპისთვის სულ 4 900 ლარი დახარჯეს.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს “სტუდია 13”-ის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ აღნიშნული კლიპი რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.
“პირველი კლიპი დაახლოებით 2.15 წუთიანია, მეორე უფრო მოკლეა”, – აცხადებენ სტუდიის წარმომადგენლები. მათი განმარტებით, უფლება არა აქვთ კლიპის შინაარსზე დეტალურად ისაუბრონ, თუმცა აღნიშნავენ, რომ კლიპში გამოყენებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ასევე, გადაღებულია ადამიანები, რომელთა საქმიანობა რეგიონის სპეციფიკას ასახავს.