წინა სტატია პრეზიდენტობის ეს კანდიდატი გვპირდება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის გასაძლიერებლად პრომოუტერის როლს მოირგებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით აგიტაციას გასწევს იმისათვის, რომ ქვეყნის სახელმწიფო მართვის პოლიტიკა გადაიხედოს. კანდიდატი გვპირდება, რომ იმუშავებს პოლიტიკურ ძალებთან, რათა დაარწმუნოს, რომ დეცენტრალიზაცია მნიშვნელოვანია და ძალაუფლება ცენტრიდან ადგილებზე უნდა გადავიდეს. დეცენტრალიზაციის მთავარი არსი კი მისთვის ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის მეტი უფლებამოსილების მინიჭება, ადგილზე მეტი გადასახადის დატოვება და ქონების გადაცემაა....
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა თამაზ მეჭიაურმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და 2019 წელს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თიანეთის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი ის ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, რომლებსაც თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი არ დაუჭირა. თამაზ მეჭიაურმა მერის წარმომადგენლებს დაავალა, რომ მაჟორიტარ-დეპუტატებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ ერთხელ გააცნონ ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც უნდა განხორციელდეს მათ სოფლებში და ამცნონ, რომ თუ საკრებულო პროექტებს არ...
ქალაქ თეთრიწყაროში დუმბაძის ქუჩისა და მიმდებარე 3 ჩიხის მოასფალტება მიმდინარეობს, მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, გზის გვერდულებიც მოიხრეშება. როგორც მერიაში აცხადებენ, მიმდინარე წელს ქალაქ თეთრიწყაროში ჯავახიშვილის ქუჩის დარჩენილი ნაწილის და მიმდებარე 2 ჩიხის რეაბილიტაციაც დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოასფალტდა საავტომობილო გზა და მოეწყო სანიაღვრე არხები. მათივე ინფორმაციით, საერთო ჯამში ორივე ქუჩაზე რეაბილიტაცია 1 კმ-მდე საავტომობილო გზას ჩაუტარდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულებამ 318 315 ლარი...
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის ბირლიკის, კალინინოს, ბოტანიკისა და თაზაქენდის მცხოვრებთა მოთხოვნის საფუძველზე, სოფელ კალინინოში კომბინირებული მინისტადიონის მშენებლობის პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება. მერიის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს "პე-ბემ" ამ დროისათვის სტადიონზე  ბეტონის საფარის, ლითონკონსტრუქციის ღობის, კალათბურთის ფარებისა და ფეხბურთის კარების მონტაჟი უკვე დაასრულა. ასევე დამონტაჟდა განათება. მათივე ცნობით, ამ დროისათვის კომბინირებულ სტადიონზე, ხელოვნური საფარის დაგება მიმდინარეობს. სამუშენებლო სამუშაოებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან...
ქალაქ ბოლნისში რუსთაველის ქუჩაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია აღნიშნულ ქუჩაზე, ადგილობრივი ბაზალტით, ქვაფენილს დააგებს. მერიის ცნობით, სამუშაოები გამარჯვებულმა კომპანიამ 45 კალენდარული დღის ვადაში უნდა დაასრულოს. მათივე ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდება. ამასთან, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ტროტუარები და ბორდიურები მოეწყობა. როგორც მერიაში აცხადებენ, სამუშაოებზე ადგილობრივი მაცხოვრებლები დასაქმდებიან.
ბოლნისის სოფელ ტალავერში შიდა საავტომობილო გზის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ამასთან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ აღნიშნულ სოფელში ერთი უბნის სასმელი წყლის სისტემის პროექტირება დაიწყო. სოფელ ტალავერში 925 გრძივ მეტრზე, მიმდინარე წლის ბოლომდე, 18 სმ სისქის ბეტონის გზა დაიგება. მერიის ცნობით, ამ ეტაპზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია მძიმე ტექნიკა მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო...
თელავის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. კერძოდ, მერიის ინფორმაციით, სოფელ კურდღელაურის მე-7 ქუჩაზე დასრულდა გზის მოხრეშვითი სამუშაოები და მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება. სოფელ ბუშეტსა და სოფელ კისისხევში კი წყლის შიდა საუბნო ქსელი რეაბილიტირდა. ასევე, სოფელ ვარდისუბანში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს სპორტული მოედნის მშენებლობა. ამასთან, მერიის ცნობით, ქალაქ თელავში ცენტრალური ხევის მიმდებარე სკვერის მოწყობითი სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება. თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი და მერის პირველი...
ქალაქ გურჯაანში კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, რომელსაც სამშენებლო კომპანია შპს "ქვენიფნელი" ასრულებს, 1 652 მეტრის სიგრძის გზა მოასფალტდება. როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული ქუჩით ადგილობრივების გარდა, მოსახლეობის დიდი ნაწილი სარგებლობს, რადგან მათი თქმით, იქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტი მდებარეობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება 294 000 ლარს შეადგენს.
ასპინძაში მოსახლეობას წინასაარჩევნოდ მუნიციპალიტეტის მერიის პირველი პირები და ზურაბიშვილის შტაბის წევრები, სარეკლამო გაზეთებს სახელწოდებით - "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ ურიგებენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. გაზეთში მთავრობის მხარდაჭერილი კანდიდატის ზურაბიშვილის შესახებ ხელისუფლების პირველი პირების მოსაზრებები, ასევე "ოცნების“ მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული პროექტების შესახებ წერია. ბოლო გვერდზე სალომე ზურაბიშვილის ფოტო, საარჩევნო სლოგანი და ნომერი, პირველ გვერდზე კი ბიძინა ივანიშვილის ფოტო და ასევე, "ოცნების“ პარტიული ლოგოა გამოტანილი. იურისტები აღნიშნულ...
თბილისის მერიამ დედაქალაქის 11 პრობლემური არეალისთვის ჩარჩო გეგმების შემუშავების მიზნით გამარტივებული წესით შესყიდვა გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, განხილვიის საბოლოო თარიღი 25 ოქტომბერია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 3 100 000 ლარია. ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ის ტერიტორიები უნდა გამოავლინოს, რომელთაც საცხოვრებელი გარემოს ხარისხის მკვეთრი გაუარესება, ფრაგმენტული და არათანაბარი განვითარება, ბუნებრივი და ეკოლოგიური ფასეულობების შემცირება, სატრანსპორტო პრობლემები, მიწის რესურსების ქაოტური...
თბილისის მერმა კახა კალაძემ “მწვანე ეკონომიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ თბილისის მერია მუნიციპალურ ავტოსადგომებზე, ელექტრო ავტომობილებისთვის დამტენების უფასო მონტაჟს გეგმავს. მისი თქმით, იმ მოქალაქეებს, ვისაც ასეთი მანქანები ჰყავთ, შეუძლიათ მიმართონ მერიას და გამგეობებს. "მათ საცხოვრებელ ადგილებზე, სადაც არის ავტოსადგომები, უფასოდ დავამონტაჟებთ დამტენებს. ამ გადაწყვეტილების მიზანია, რომ ელექტრომობილები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს”, -განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. ამასთან, მისი თქმით,...
წინა სტატია სტატია მომზადებულია "სამხრეთის კარიბჭის" მიერ ავტორი: თინათინ ზაზაძე ვანის ქვაბებში მონასტრის წინამძღვარი ამბობს, რომ ძეგლზე მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრები მან ჩასვა, სატრაპეზოს კედელი კი 2012 წელს, სააგენტოს ნებართვით აშენდა. სააგენტოში კი ვერც ყოფილი და ვერც ამჟამიდელი ხელმძღვანელი ნებართვის გაცემის ფაქტს ვერ იხსენებს. "სატრაპეზოს კედელი არ არის ჩვენს მიერ გაკეთებული. კი ვთქვი ამოვაშენეთ–მეთქი, მაგრამ ვიგულისხმე, რომ ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან შეთანხმებით გაკეთდა. მათ გარეშე არაფერი კეთდება....
დიდუბის რაიონში აკაკი წერეთლის გამზირზე წყალარინების სისტემასა და სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, დაზიანებული მილების დემონტაჟი უკვე განხორციელდა. 350 გრძივ მეტრზე სანიაღვრე და წყალარინების ქსელი ეწყობა. ასევე, მოეწყობა 200 მმ-იანი წყალარინებისა და 300 მმ-იანი სანიაღვრე გოფრირებული მილები. მათივე ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აკაკი წერეთლის გამზირის N67, 69, 71, 73ა-სა და 73 ბ-ში მცხოვრები მოსახლეობისთვის მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდება, რადგან...
კრწანისის რაიონში, საიათნოვას ქ. N13-ში მდებარე სახლს კაპიტალური გამაგრება უტარდება. გამგეობის ინფორმაციით, სახლის ავარიულობის გამო, სახლის სრული გამაგრების გადაწყვეტილება მიიღეს. მათივე ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, ამ ეტაპზე კედლებისა და ღობისებრი ფილის არმირება, ღობის მოჩარჩოება და კედლების მობათქაშება მიმდინარეობს. სამუშაოებს, რომლის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 280 000 ლარია გამოყოფილი, შპს ამხანაგობა "იმედი“ დეკემბერში დაასრულებს. როგორც გამგეობაში აცხადებენ, კრწანისის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და დაფინანსების პროგრამის...
ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩა N28-ში, ახალი სკვერი მოეწყო. გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 437მ2 ტერიტორიაზე საბავშვო მოედანი, სასმელი წყლის შადრევანი და საჩრდილობელი მოეწყო. ასევე, დამონტაჟდა განათებები, განთავსდა სანაგვე ურნები და სკამები. ამასთან, სავალი ბილიკები მოპირკეთდა დეკორატიული ფილებით, სკვერის გარშემო კი, ლითონის ღობე დამონტაჟდა. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს შპს "კაჯეა“ ასრულებს, პროექტის ღირებულება 41 843 ლარია. როგორც გამგეობაში აცხადებენ, მიმდინარე წელს ჩუღურეთში 4...
ბათუმში, თამარის დასახლებაში, ახალი საბავშვო ბაღის 3 სართულიანი შენობა აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარითა და დანადგარებით.  ამასთან, მერიის ცნობით, კეთილმოწყობილია ბაღის ეზოც, სადაც დაგებულია დეკორატიული ფილები, დამონტაჟებულია გარეგანათება, სკამები და საბავშვო ატრაქციონი. სკოლამდელი დაწესებულება 245 ბავშვზეა გათვლილი, ამჟამად კი ბაღში 200 ბავშვი ირიცხება, ხოლო 45 აღსაზრდელზე ადგილი ვაკანტურია. მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 1 574 381 ლარი გამოიყო. საბავშვო ბაღში ამ ეტაპზე თანამშრომლებთან დაკავშირებით კონკურსია გამოცხადებული. ბაღს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ