ბათუმში, თამარის დასახლებაში, ახალი საბავშვო ბაღის 3 სართულიანი შენობა აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარითა და დანადგარებით. ამასთან, მერიის ცნობით, კეთილმოწყობილია ბაღის ეზოც, სადაც დაგებულია დეკორატიული ფილები, დამონტაჟებულია გარეგანათება, სკამები და საბავშვო ატრაქციონი.
სკოლამდელი დაწესებულება 245 ბავშვზეა გათვლილი, ამჟამად კი ბაღში 200 ბავშვი ირიცხება, ხოლო 45 აღსაზრდელზე ადგილი ვაკანტურია.
მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 1 574 381 ლარი გამოიყო.
საბავშვო ბაღში ამ ეტაპზე თანამშრომლებთან დაკავშირებით კონკურსია გამოცხადებული. ბაღს არ ჰყავს გამგე და ძიძები, ამ დროისთვის ახალ დაწესებულებაში თანამშრომლები იმ ბაღებიდან გადაანაწილეს, სადაც ამ დროისთვის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.